x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ოპერაცია გავიკეთე და არ შემიძლია წერა, ამიტომ ნუ შემომივარდებით მორალისტები"- ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია გუშინ, "ტვ პირველის" ეთერში გავრცელებულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედს გამოთქვამს რომ აღნიშნულ აუდიო ჩანაწერს გადაცემის ავტორზე, მის ჟურნალისტებსა და ტელევიზიის მფლობელზე ანგარიშსწორება არ მოჰყვება. გრიგოლიას თქმით, ის ოპერაციის გამო სოციალურ ქსელში აქტიური ვერ არის და მორალისტებს საგანგებოდ მოუწოდებს მის პერსონალურ გვერდზე შევარდნისგან და კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ: "ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, ამიტომ ჩამენაცვლა გუშინ ანუნა ახალაია ეთერში( დიდი წარმატებით გამოუვიდა, ჩემზე ბევრად კარგად) იმედია, რაც გუშინ ტვ “პირველზე“ გავიდა, ამ ყველაფერს არ მოყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე, ჟურნალისტებზე და ტელევიზიის მფლობელზე, რომლის მამაზეც უკვე მოხდა ანგარიშსწორება, ტვ “პირველის“ გამო, სასამართლოთი, პროკურატურით და თავდასხმით, რაც არავის გამოუძიებია. იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება მთლიანად ტელევიზიაზე, რისი ღია ნიშნებიც და მოწოდებებიც უკვე სახეზე იყო, ეთერში შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ “ოცნების“ და მათი პროპაგანდისტული არხების მხრიდან. არ შემიძლია დისკუსია და ბევრი წერა. ამიტომ ტყუილად ნუ შემომივარდებით მორალისტები, პასუხს ვერ გაგცემთ"- წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.





0
511
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
511