x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მოსამართლემ მამაკაცს შესთავაზა მის მიერ გაუპატიურებულ სკოლის მოწაფეზე დაქორწინება
image

ასეთი ამაზრზენი განცხადების შემდეგ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.


ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ინდოეთის უზენაესი სასამართლოს უფროსის, შარად არვინდ ბობდეს (მთავარი ფოტო)გადადგომის მოთხოვნის შესახებ. ეს კამპანია ორგანიზებული იყო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ შესთავაზა დამნაშავეს, რომელმაც სკოლის მოსწავლე გააუპატიურა, სასჯელი რომ აეცდინა, არასრულწლოვან გოგონაზე დაქორწინებულიყო.

image


"თუ მასზე დაქორწინება გსურთ, ჩვენ დაგეხმარებით. თუ არა, დაკარგავთ სამსახურს და ციხეში მოხვდებით."-შარად არვინდ ბობდე.

სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე ტექნიკოსს ბრალი ედება მოწაფის მიმართ დევნა, გაკოჭვა და მრავალგზის გაუპატიურება. გარდა ამისა, იგი დაზარალებულს ემუქრებოდა ბენზინის გადასხმით და დაწვით, ასევე მისი ძმის მოკვლით.

image

ინდოეთში ქალთა უფლებების დამცველებმა ღია წერილი გაავრცელეს და მოსამართლეს მოუწოდეს გადადგეს და თან ბოდიში მოიხადოს ნათქვამის გამო.

”ამ მოძალადის მიმართ შეთავაზებით, რომ დაქორწინებულიყო მსხვერპლზე, თქვენ, ინდოეთის მთავარი მოსამართლე, ცდილობდით მსხვერპლისთვის მიგესაჯათ წამება მოძალადისგან მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში", -

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მოსამართლე თავისი ქმედებით გზას უხსნის მოძალადეებს, რომ "ქორწინება-ეს არის ნებართვა გაუპატიურებაზე, რის შემდეგაც მოძალადეს შეუძლია მოახდინოს საკუთარი საქციელის დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია"


0
259
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0