x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენ მილიონად გაყიდა მეგობრობა პოპის მეფემ მაიკლ ჯეკსონმა. სად გადის საზღვარი წარმატებასა და ზნეობას შორის
image

ისინი ერთმანეთს 70-იანი წლებიდან იცნობდნენ, როდესაც დაიწყეს თანამშღომლობა სიმღერაზე Girlfriend. შემდეგ უფრო მჭიდრო მეგობრობა გააჩაღეს.

მაიკლი ინგლისში პოლ მაკარტნისთან მიფრინავდა, რომ "ორიოდე ჰიტი" ჩაეწერა


ისინი არა მხოლოდ მუშაობდნენ მომავალ ჰიტზე "Say say say" და სხვა სიმღერებზე, არამედ ერთად ატარებდნენ დროს.


"ჩვენ ცოტათი გავერთეთ, უკეთ გავიცანით ერთმანეთი, მაიკლი ჩემი მეგობარია"
- იხსენებდა პოლ მაკარტნი სხვადასხვა ინტერვიუში.

ხშირად ერთად ვახშმობდნენ: მაიკლი, პოლი და მისი მეუღლე ლინდა.


image



სწორედ მაშინ დაუშვა პოლმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. მან ჯექსონს რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცა, რაც ძალზე ეხმარებოდა ახალგაზრდებს კარიერაში, განსაკუთრაბით მაშინ, როცა ისინი ძალას იკრებდნენ პოპულარობისთვის.

პოლ მაკარტნის რჩევა: "არ უნდა მოხდეს სიმღერის პოპულარიზაცია თავისთავად, აუცილებელია მაღალი ხარისხის ვიდეო კლიპების გაკეთება.
შემოსავლის გაზრდის მიზნით, გჭირდებათ კომპეტენტური მენეჯერი".

ბოლო, საბედისწერო რჩევა: სხვისი სიმღერების უფლებების შეძენა ბიზნესის საუკეთესო სახეობაა.

იმ დროისთვის, პოლს წარმატებით ჰქონდა გამოცდილი ბოლო რჩევა პრაქტიკაში - მას ეკუთვნოდა უფლება შუა საუკუნეების ცნობილი შემსრულებლის, ბადი ჰოლის ყველა სიმღერაზე.


image


მაკარტნიმ კი კარგად ისწავლა სხვისი სიმღერების უფლებებში ინვესტიციის ჩადება, მაგრამ თვითონ მსხვერპლის როლში აღმოჩნდა. თავდაპირველად, მას და ლენონს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათი სიმღერები შეიძლება კიდევ ვინმეს კუთვნილება ყოფილიყო. ჯგუფის სიმღერებს ეკუთვნოდა გამომცემელს დიკ ჯეიმსს.

სწორედ იმ დროს, როცა Beatles დიდ წარმატებებს აღწევდა და მწვერვალებს იპყრობდა, მათ სიმღერებზე უფლებები წარმატებით გაიყიდა. მუსიკოსები შოკში ჩაცვივდნენ, როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს. ლენონისა და მაკარტნის ნამუშევრები ხელიდან ხელში გადადიოდა.


და რამდენიმე წლის შემდეგ, პოლ მაკარტნის მენეჯერმა მას სასიხარულო ამბავი მოუტანა, რომ მშობლიური ჯგუფის სიმღერებზე უფლებები კვლავ გასაყიდად გამოსდეს, 20 მილიონად.

პოლს არ სურდა, რომ მარტო თვითონ ყოფილიყო სიმღერების მფლობელი, რადგან მათი უმეტესობა ჯონთან ერთად იყო დაწერილი. ის დაუკავშირდა იოკო ონოს. იოკო ონოს ვარაუდით კი გამყიდველი ფასს 10 მილიონამდე ჩამოაგდებდა.

ჰო, "ჩამოაგდებდა" - ფასი 46 მილიონამდე გაიზარდა! პოლი მზად იყო ეს თანხა თვითონ გადაეხადა.

სწორედ აქ გამოჩნდა "მთავარი ბოროტმოქმედი" მაიკლ ჯექსონი, რომელმაც იყიდა ამ სიმღერებზე უფლებები. ეს იყო საკმაოდ ბინძური ამბავი. პოლ მაკარტნიმ შესთავაზა იგივე ფასი, რაც ჯექსონმა - პლუს პროცენტი. გამყიდველი პოლს არ დაეთანხმა. ალბათ, რაიმე სახის შეთქმულებას ჰქონდა ადგილი.

ამის შემდეგ, ჯექსონმა თავს უფლება მისცა, გაეყიდა Beatles- ის მუსიკა რეკლამებზე. აქამდე არასდროს არ გაჟღერებულა ცნობილი კვარტეტის სიმღერა კომპანიების სარეკლამო რგოლებში.

მოსწავლემ კარგად აითვისა მასწავლებლის რჩევები. სულხან-საბას კატის გაზრდილი ლომისა არ იყოს, მასწავლებელს მიუბრუნდა შესაჭმელად.

აღმოჩნდა, რომ მისთვის არ არსებობდა ზნეობრიობისა და მეგობრობის საზღვრების გადაკვეთის ცნება.

-ეს მხოლოდ ბიზნესია!- თქვა ჯექსონმა.


ლათინელებისა არ იყოს, გარდაცვლილზე არ კარგი უნდა თქვა ან არაფერი...
მაგრამ ეს ფაქტია, რომელიც შოუბიზნესის ისტორიაში ბინძურ ლაქად დარჩება ბოლომდე, სანამ მეგობრობა და ეთიკური ნორმები იარსებებს!

3
141
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
141
  
2021, 6 მარტი, 1:07
ჯეკსონი არასდროს მოიყვარდა მისი ნიჭიერების მიუხედავად!
2021, 6 მარტი, 0:51
ხეზე ცოცვა არ უნდა ესწავლებინა მაკარტნის
0 1 3