x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"სიყვარულს რომ აღარ ვგრძნობდი ჩემი ცოლის მიმართ ეგ არ მაწუხებდა "...
სულმოუთქმელად წაიკითხავ, აღფრთოვანებული დარჩები, გაგაოცებს გულწრფელობა და ბევრს, ბევრს ილაპარაკებ ავტორის გენიალურობაზე, რომანტიკულობასა და ნიჭიერებაზე...
უსაზღვროა ნაწარმოებით გამოწვეული ემოცია, რჩება... ილექება, არ ქრება...
წაკითხვის დროს იძირები, თანაზიარი ხდები, უიღბლო და ხანმოკლე სიყვარულისმოწმე. იძირები გრძნობებში, უჩვეულო შეგრძნებებში და ყველა ამოსუნთქვაზე
აღიარებ ავტორის გენიალურობას...
გაიფიქრებ რომ არასდროს, არასდროს დაგავიწყდება.
image
"სიყვარულს რომ აღარ ვგრძნობდი ჩემი ცოლის მიმართ და სურვილს, ეგ არ მაწუხებდა. ბუნებრივად მიმაჩნდა, მაგრამ უბედურება ის იყო, ზოგჯერ აუტანელი გაღიზიანება მეუფლებოდა, მაღიზიანებდა მისი მანერები, გამომეტყველება: როგორ მხვდებოდა შინ შესვლისას, ტელეფონით როგორ გააბამდა ხოლმე ლაპარაკს ყალბი ხმითა და მოჩვენებითი გულითადობით, რაღაცნაირად რომ წელავდა სიტყვებს. კიდევ კარგი, გარეთ უფრო ხშირად ვიყავი, ვიდრე შინ და ეს გაღიზიანებაც, როგორც იყო, გადამივლიდა ხოლმე."
"ახლა როცა მთელ ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ მერცია მინდოდა, ეს
მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა. მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ალბათ ბოლოს მაინც მთელ ქვეყანას გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად ისევ მერციას გავიმეტებდი, როგორც უკანონოს, საშიშსა და ზედმეტს... მერცია რომ მოკვდა, ჩემი ცოლის მიმართ ყველაზე აუტანელმა გაღიზიანებამ და ბრაზმა შემიპყრო, მაგრამ ჩემი ცოლი რომ მომკვდარიყო... ასე არა, მაგრამ ალბათ, მერციას დავადანაშაულებდი და ახლა მის მიმართ გავღიზიანდებოდი... ან ეგებ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს?"
ნაირა გელაშვილი - ამბრნი, უმბრნი და არაბნი.
საოცარია! ემოციების ზღვა... 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც საკუთარი ცოლიც კი არ უყვარს და ჰგონია რომ სიყვარული არ შეუძლია ერთ ზაფხულს თავს ყველაზე დიდი სიყვარული დაატყდება, "მერცია", "მერცი", პატარა დათვი"...
მერცია მთლიანად ცვლის... ისეთი ხმით ესაუბრება მერცის, ისე ექცევა თავადვე უკვირს საკუთარი თავის.ხვდება რომ თურმე სიყვარული შეუძლია, ძალიან დიდი სიყვარული შესძლებია...უყვარდება "არაამქვეყნიური" მერცია,
ვინც არა მხოლოდ მას, ცვლის მის ცხოვრებასაც,
"ჩვენც ვიყიდოთ ზუსტად ასეთი კაბა", "ჩვენც" სიტყვა, რომელიც მერციას აბედნიერებს. ეს სიტყვები მათ მომავალთანაა დაკავშირებული და მერციას ეს ყველაზე მეტად აბედნიერებს.
რატომ არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს? ყველაზე ძვირფას, ყველაზე მნიშვნელოვანს რატომ ვკარგავთ...ცხოვრებასთან ბრძოლას ერიდებოდა, არ უნდოდა. მერცია კი, მისი ყველაზე დიდი სიყვარული, "მერცი", რომელმაც მას 42 წლის ასკში გააცნობიერებინა, რომ სიყვარული შესძლებია და ამ სიყვარულით უყვარდება ყველაზე დიდ ბრძოლას მოითხოვს მისგან... ყველაფრის დათმობას და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ყველაზე დიდ სიყვარულს პირდება.
ყველას ცხოვრებაში დგება არჩევანის დრო... ან დინებას მიყვები და შენი ცხოვრება არაფერია, ან დინების საწინააღმდეგოდ იწყებ ცურვას და რაც არ უნდა მოხდესყველაზე ძლიერი, თამამი და გაბედული ხარ იმიტომ რომ იბრძოლე. იბრძოლე
შენი მიზნებისთვის, შენი ოცნებებისთვის, იბრძოლე შენი სიყვარულისთვის. ეს
ყველაზე დიდი ბრძოლაა. ვაფასებთ მაშინ, როცა ვკარგავთ...
" რა ვქნათ ახლა მე და შენ მერცი? " მერცი..
ყველაზე დიდი სიყვარულის დაუვიწყარი, მაგრამ ხანმოკლე ისტორია, ხანმოკლე ბევრი მიზეზის გამო... იმის გამო, რომ პერსონაჟმა "აკრძალული სიყვარულისთვის" ბრძოლა არ დაიწყო და დანებდა...
უსიყვარულოდ ცხოვრება გადაწყვიტა, ხანმოკლე... იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან უსამართლოა და ხშირად მერციას მსგავსების
ადგილი არაა ამ სამყაროში...
მეზიზღება სამყარო სადაც მხოლოდ მერციაა ზედმეტი... ახლაც ამ წიგნის ემოციებში ვარ... ერთი რამ ზუსტად ვიცი კიდევ ძალიან ბევრჯერ მივუბრუნდები ამ წიგნს, ყოველ წაკითხვაზე ახალს აღმოვაჩენ ამ საოცარ ნაწარმოებშიასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვანაირად შევაფასებ. მერცი კი ყოველთვის ყველაზე საოცარ, მებრძოლ გოგოდ დარჩება... გოგო, რომელმაც სიყვარულისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
0
185
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0