x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მარია მონტესორი - სწავლების უნიკალური მეთოდი
მარია მონტესორი დაიბადა იტალიაში, 1870 წელს. 28 წლის ასაკში მონტესორი გონებაშეზღუდულ ბავშვთა სკოლის დირექტორი გახდა. მონტესორის სწავლების თეორია მას შემდეგ შეიქმნა, რაც მან შეძლო და მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებს წერა კითხვა ასწავლა.

image

რაში მდგომარეობს მონტესორის სწავლების მეთოდი?

მარია მონტესორის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის ზრდა განვითარება ისე, რომ მისგან სრულყოფილი პიროვნება შემდგარიყო. ამისათვის აუცილებლად მიაჩნდა სწავლების პროცესში ფსიქიკური პროცესების იმ კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის უნარი. მაგალითად: მეტყველება ვითარდება 1-3 წლის ასაკში.ამ დროს საჭიროა ბავშვის წახალისება.



სასწავლო მასალები

სწავლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით - მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით. ბავშვები ეცნობიან საგნების სხვადასხვა კატეგორიას: დიდი - პატარა, მოკლე - გრძელი და სხვა. ბავშვებმა უნდა ააგონ ვარდისფერი კოშკი სხვადასხვა ზომის კუბებისგან, ყველაზე დიდი კუბები საფუძველში უნდა მოათავსონ, ყველაზე პატარა კი კოშკის წვერში. ყველა კუბი არის ერთი და იმავე ფერის, განსხვავება მხოლოდ ზომაა.

შექმენით თქვენს პატარებთან ერთად კრეატიული სათამაშოები და იზრუნეთ ბავშვების განვითარებაზე.


მონტესორის სწავლების სისტემა 100 წელზე მეტია არსებობს. ამ მეთოდს უამრავი დედა იყენებს ბავშვის სრულყოფილად განვითარებისთვის.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ნიკოლაიშვილი
თამარ ნიკოლაიშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0