x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბლეზ პასკალის 10 გენიალური ციტატა

ბლეზ პასკალი

  • რაოდენ უკეთურია ის, ვინც იცის ჭეშმარიტება, მაგრამ მხოლოდ მანამდე იცავს მას, სანამ ეს მისთვის ხელსაყრელია; ხოლო როგორც კი ჭეშმარიტება მისი ანგარების ფარგლებს გასცდება, დაუყოვნებლივ ზურგს აქცევს და ურცხვად უკუიქცევა მისგან.
  • კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად: ალალ-მართლებად, რომლებსაც ცოდვილები ჰგონიათ თავი და ცოდვილებად, რომლებიც ალალ-მართლებად გვაჩვენებენ თავს.
  • ხალხის ტვინი ისეა გამრუდებული, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად კაცი, რომელიც თავის თავს ყველაზე მაღლა არ აყენებს და თავის კეთილდღეობას, ბედნიერებასა და სიცოცხლეს უფრო მეტად არ აფასებს, ვიდრე ყველა დანარჩენი მოკვდავის კეთილდღეობას, სიცოცხლეს და ბედნიერებას ერთად აღებულს.
  • იმას, რისი შეცნობაც ყველაზე დიდმა ხალხმა- მეცნიერების ყველა უშრეტმა ლამპარმა შესძლო, ჩვენი სარწმუნოება თავის ბავშვებს ასწავლის.
  • ადამიანის სიქველეზე, მისი შემართების კი არა, მისი ყოველდღიური საქმიანობის მიხედვით უნდა იმსჯელო.
  • ადამიანის სიდიადე- ესაა მისი აზროვნების უნარი.
  • შენ შენი აზრი უნდა გქონდეს, შენი ფარული აზრი, და ყველაფერს მის მიხედვით უნდა აფასებდე, მაგრამ აშკარად მხოლოდ ისე უნდა მსჯელობდე, როგორც მსჯელობს ყველა, როგორც მსჯელობს ბრბო, როგორც მსჯელობს ხალხი.
  • იქ სადაც ძალაუფლება შეიარაღებული ძალების ხელში გადადის, ყოველთვის მშვიდობა ისადგურებს.
  • რა დიდი ზღვარი დევს ღმერთის შემეცნებასა და ღვთისმოყვარეობას შორის.
  • ჩვენსა და ზესკნელსა თუ ქვესკნელს შუა აღმართულია მხოლოდ თხელი ტიხარი-სიცოცხლე-ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მყიფე, ყველაზე მალემსხვრევადი რამ.
  • 0
    113
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
    ქეთი გაბინაშვილი
    113
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0