x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბავშვი და ფიზიკური ძალადობა
image
ჩვენი მომავალი საკუთარ შვილებზე, ახალ თაობაზეა დამოკიდებული. მათი სწორად აღზრდა ჩვენს უმნიშვნელოვანეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ბავშვის აღზრდა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს როგორც წახალისებას, ასევე დასჯას. დღევანდელ რეალობაში არც ისე კარგად ვიცით თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავში, ხშირად არასწორ მეთოდებს ვიყენებთ. მართალია რთულია ამის კონტროლი, მაგრამ უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა რომ ფსიქიკურად ჩამოყალიბებული ადამიანები გავზარდოთ. ამ ყველაფფრის შემშლელი მთავარი ფაქტორია ბავშვის ფიზიკური დასჯა, რასაც მოზდევს დარღვევები, როგორიცაა- ფსიქიკური აშლილობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, მოძალადედ ჩამოყალიბება და ჩამორჩენა განვითარებაში.,

რა გავლენას ახდენს ბავშვზე ფიზიკური ძალადობა? ამ კითვაზე პასუხი თითქოს მარტივია, ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, რომ უარყოფითი გავლენა აქვს, მაგრამ ცოტამ თუ იცის დანამდვილებით რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია ბავშვისთვის მის ფიზიკური დასჯას. ამასთანავე ისინიც კი ვინებიც აღიარებენ, რომ მსგავსი დასჯის მეთოდი მიუღბელია, ვერ იკავებენ თავს ბავშის დასჯისაგან. პატარა ასაკში ძალადობას ერთმანეთზე უარესი შედგები მოჰყვებ, რასაც შემდეგ განვიხილავთ, სწორედ ამ შედეგების გამო ბავშვზე ძალადობა აბსოლუტურად გაუმართლებელია.

ნებისმიერი ინტენსივობის ძალადობა ერთნაიად ცუდ გავლენას ახდენს ბავშზე.ფიზიკური ძალადობის სახეები განსხვავდება ერთმანეთისსგან, მაგრამ ბავშვისთვის მიყენებული ზიანი არა. მშობლების უმრავლესობა ფიზიკურ დასჯად, მხოლოდ, ძლიერად ცემას და დაზიანებების მიყენებას მიიჩნევს, მათთვის მცირე მუჯლუგუნი, ყურის აწევა, ხელზე მოჭერა მიღბულია. სინამდვილეში ინტენსივობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ძლიერი დარტყმა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება ყურის აწევა, ორივე მათგანი ერთნაირად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. კვლევამ აჩვენა, რომ 3წლამდე ბავშვებს, რომლებიც ისჯებოდნენ ხელებში დარტყმით, ჰქონდათ სერიოზული ჩამორჩენა გარემოს კვლევის უნარების განვითარებაში.

ფიზიკური დასჯა სამუდამო დაღს ასვამს ბავშის ფსიქიკას.ბავშვის თვითშეფასება იწყება სხვების მიერ, განსაკუთრებით კი მისი მშობლების მიერ, მისი პიროვნების აღქმით. ყველაზე მოსიყვარულე ოჯახშიც კი, თუნდაც ძალიან მსუბუქი დარტყმა, ბავშვს ძალიან აბნევს. ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა ბავშვის არასწორი სოციალიზაცია გამოიწვიოს, ბავშვები, რომლებსაც სცემენ, საკუთარ თავში იკეტებიან, უფრო ეგოცენტრულები, ანტისოციალურები და აგრესიულები ხდებიან. ეს შედეგი კი საკმაოდ გძელვადიანია, ნაწილს მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი მიჰყვება. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარება კვლევა ადასტურებს ყოველივე ამას. ოჯახში ცემას მიჩვეულ ბავშვებს აღნიშნებოდათ დაბალი თვითშეფასება, ფსიქიკური დარღვევები და სირთლეები კოგნიტურ სფეროში. (Gershoff, E. T., & Grogan-Kaylor, A. 2016.)


ძალადობის მსხვერპლი ბავშები, მომავალში თავადაც მოძალადეები ხდებიან. ბავშვები ჩვენგან ითვისებენ ყველალფერს, იღებენ მაგალითს და სწავლობენ და შემდგომში იმეორებენ მას. შესაბამისად, ბავშები, რომლებზეც ძალადობდნენ, მშობლებისგან რა მაგალითს იღებენ? რა თქმა უნდა, უარყოფითს, მიიჩნევენ რომ ძალადობა მართბულია და მომავალში თავად ხდებიან მოძლადეები და დესტრუქციისკენ მიდრეკილები, რაც პრობლემას უქმნით, როგორც მათ, ასევე მათ გარშემომყოფთ. მსგავსი მომავლის აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია სწორი მეთოდები, დადებითი ემოციური ურთიერთობები, მზრუნველი ოჯახი და სამაგალით უფროსები. კვლევაც ადასტურებს ყოველივეს. 679 უნივერსიტეტის სტუდენტის გამოკითხვამ უჩვენა, რომ იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც ახსოვდათ თუ როგორ ისჯებოდნენ ბავშვობაში ფიზიკურად, უფრო მისაღები იყო ბავშვის ფიზიკური დასჯა აღზრდის/დისციპლინის მიზნით. ეს სტუდენტები თვითონაც აპირებდნენ ამ მეთოდის გამოყენებას საკუთარ შვილებთან.

დარტყმით უფასურდება მშობლისა და შვილის ურთიერთობა. ფიზიკური დასჯა აკნინებს მშობლის როლს, ერთმანეთს აშორებს დამსჯელსა და დასჯილს. მშობლები კარგავენ ნდობასა და პატივისცემას, რის გამოც უკვე მოზრდილ ასაკში ბავშვები არ ითვალისწინებენ მათ აზრს, რჩევას და ზოგჯერ პირიქით, ძალით აკეთებენ მათი ნათქვამის საწინააღმდეგოს. ერთ-ერთმა დედამ, რომელიც იყენებდა ცემას, როგორც დასჯის მეთოდს თქვა: „ მე მოვიგე ბრძოლა, მაგრამ წავაგე ომში! ახლა ჩემს შვილს ჩემი ეშინია და მე ვგრძნობ, რომ დავაკარგე, რაღაც ძალიან ძვირფასი“

ფიზიკური დასჯა არ აღმოფხვრის მიუღებელ საქციელს. ხშირად უფროსები ცემის მიზეზად ბავშვის უკეთესობისკენ შეცვლას ასახელებენ. ფიქრობენ, რომ ფიზიკური დასჯის შიშით ბავშვები მიუღებელ საქციელს არ გაიმეორებენ და დამჯერები გახდებიან, მაგრამ ეს ასე არ არის, პირიქით, ბავშები მიუღბელი საქციელის უკეთ განხორციელებას სწავლობენ, უკეთ ფარავენ კვალს. როგორც ოსინის ტეხასსისა (University of Texas at Austin) და მიჩიგანის ( University of Michigan) უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევაბმა გვიჩვენა, თუ ოჯახში „შესანიშნავი ადამიანები“ აღიზარდნენ, ეს ბავშვობაი მათი ცემის წყალობით კი არა, პირიქით, კარგი დამოკიდებულების გამო მოხდა.

ამრიგადად ბავშვის ფიზიკური დასჯა გაუმართლებელია.ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღინიშნა, დასჯას უდიდესი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებაზე, ის აშორებს მშობელს და შვილს, ხელს უწყობს ძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რასაც საშინელი, მათ შორის ფატალურად დასრულებული შედეგები მოჰყვება.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი შოგირაძე
გიორგი შოგირაძე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0