x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ცოლ-შვილს ვიცავდი"-ინდოეთში მამაკაცმა შიშველი ხელებით ლეოპარდი მოკლა(ვიდეო)


image

მანამდე ნადირი სამ ადამიანს თავს დაესხა.


ინდოეთის კარნატაკას შტატში ადგილობრივი მკვიდრი შიშველი ხელებით გაუმკლავდა ლეოპარდს, რომელიც თავს დაესხა მის ოჯახს სეირნობის დროს. იუწყება Newsflare.



რაჯაგოპარ ნაიკი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც ერთ-ერთ სოფელთან მტაცებელი დაედევნა, თავს დაესხა და ქალს ფეხში ჩაეჭიდა. შედეგად, სამივე ველოსიპედიდან გადავარდა, რის შემდეგაც მამაკაცმა ოჯახის გადასარჩენად მხეცთან ბრძოლა გამართა.



"ის ზედ დამახტა და მკლავებისა და კისრის დაკბენა სცადა. მე თავს ხელებით ვიცავდი, შემდეგ მიწაზე მივაგდე და მუხლის დაწოლით მოვკალი", - თქვა ნაიკმა.

image

კადრებში ჩანს, რომ ის, სისხლით მოთხვრილი, მკვდარი ცხოველის გვერდით ზის. ლეოპარდმა თავის, მკლავების და კისრის არეში მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც ნაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რაჯაგოპარის ოჯახზე თავდასხმის წინ, ლეოპარდი თავს დაესხა სამ ადამიანს. ჯერ ქალი და მისი ვაჟი დაზარალდნენ, რომლებმაც ცხოველის განდევნა შეძლეს. შემდეგ მტაცებელი თავს დაესხა ვეტერინარს, რომელიც ტყის მცველებთან ერთად ცხოველის დასაჭერად მიდიოდა, თუმცა ლეოპარდი გაექცათ, რის შემდეგაც ნაიკის ოჯახს თავს დაესხა.


ტყის ოფიციალური პირები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ დაკარგა კონტროლი ორი წლის ძუ ლეოპარდმა.


0
357
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0