x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ უმოწყალოდ გამოიყენა 5 ტყუპი გოგონა ხელისუფლებამ
5 ტყუპი გოგონა ცოცხალ ექსპონატებად აქციეს. მათ ზოოპარკის ცხოველებივით ჰფენდნენ პუბლიკის წინაშე. მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუსახიჩრეს ფსიქიკა.image



ივონ, ანეტა, სესილი, ემილი და მარი დიონები


დაიბადნენ 1934 წელს ღარიბი ფერმერის ოჯახში. 5 ტყუპის დაბადება იმხანად უცნაურ და დაუჯერებელ მოვლენად ითვლებოდა. დაიწყეს ბავშვებით ფულის კეთება ჯერ მათივე მშობლებმა, გამოჰყავდათ რა ბავშვები ბაზრობებზე.


image


შემდეგ კი კანადის მთავრობამ, მოტივით, რომ ანგარებიანი მშობლებისგან დაცული იქნებოდნენ, გადაიყვანა ისინი დეფოს საავადმყოფოში, და აქედან დაიწყო მათი თვალთვალი.


image



გოგონები განთავსებული იყვნენ შუშის მიღმა. მოდიოდა ყოველდღიურად 3000 ადამიანი მათ დასანახად. ფიქრობდნენ, რომ თითქოს ამას არ უნდა გამოეწვია ბავშვების ტრავმირება, რადგან შუშა სარკისმაგვარი იყო.



"რა თქმა უნდა ჩვენ ვიცოდით, რომ გვიყურებდნენ"-ამბობს სესილი.

image

18 წლამდე გოგონები იყვნენ იზოლაციაში. ამ დროის განმავლობაში ისინი აქციეს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიების სახეებად. გოგონებისგან ხელისუფლებას შეუვიდა 500 მლნ დოლარი, საიდანაც თითოეულს მხოლოდ 170 000 დოლარი შეხვდა. შემდგომში დებს აღარ ჰქონდათ ბინის გადასახადის თანხაც კი. მთელი ცხოვრება გოგონები იყვნენ ტელე და ფოტოკამერების სამიზნე. მუდმივი სტრესის გამო ემილი დიონს განუვითარდა ეპილეფსია და 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. დები კი აიძულეს ეპოზირათ მის დაკრძალვაზე. დანარჩენ გოგონებს ასეთი ცხოვრებისგან განუვითარდათ ფსიქიკური აშლილობა.


image

"ჩვენი ცხოვრება იყო დანგრეული ონტარიის ხელისუფლების მიერ ჩვენი ექსპლუატაციით"

1998 წელს ტყუპებმა მოიგეს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ და მიიღეს 4 მლნ კანადური დოლარი, ბავშვობაში მათი მუდმივი ექსპლუატაციის გამო. თუმცა ფული ვერ დაუბრუნებს მათ ბავშვობას.

image

ანეტა და სესილი დღესაც ცოცხლები არიან, მაგრამ უკიდურესაც იშვიათად ჩნდებიან ჟურნალისტებთან.

ბავშვთა უფლებების დაცვა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. თუმცა რასაც ფურცლებზე წერენ, იმის მეათედი არც დღეს სრულდება

0
404
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0