x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
image


1-ლი მარტიდან დამსაქმებლებს ახალი რეგულაციის შესრულება დაევალათ, რომლის მიხედვით, მათ თანამშრომელთა სამუშაო საათები უნდა აღრიცხონ. აღნიშნული პროცედურა ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს. არქივი კი დამსაქმებელმა 1 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს. ეს პროცედურა ბევრი ადამიანური და დროის რესურსის ხარჯვასთან ასოცირდება.


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული სამუშაო საათების აღრიცხვის პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომელიც ამ პროცესს უფრო ამარტივებს. ელექტრონული აღრიცხვის სისტემები საქართველოშიც ხელმისაწვდომია და როგორც მათი იმპორტიორები აღნიშნავენ, კომპანიების უმეტესობას სწორედ აღნიშნული მოწყობილობის გამოყენება დააზოგონებს დროს და სრული სიზუსტის დაცვით მისცემს რეგულაციების მიხედვით საჭირო რეპორტს.


კომპანია „ინოტექის“ (www.innotech.ge/) დირექტორი გიორგი კეშელავა განმარტავს, რომ არსებობს მრავალფუნქციური ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც კომპანიებს არათუ დასწრების აღრიცხვის, არამედ თერმოსკრინინგისა და პირბადის დეტექციის საშუალებასაც აძლევს. აღნიშნული კომბინაცია კი დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა.



„მოწყობილობის პროგრამაში ავტომატურად აისახება თანამშრომელთა სამუშაო დროის მონაცემები და შემდეგ რეპორტი მიიღება სწორედ იმგვარად, როგორც საკანონმდებლო რეგულაციები ითვალისწინებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია, დაგვიანებით გასვლის, გვიან მოსვლის, სრული ნამუშევარი საათებისა და დამატებით შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვა. პროგრამაში შესაძლებელია თანამშრომელთა შესახებ მონაცემების შეყვანა, დეპარტამენტების მიხედვით მათი დახარისხება და მომხმარებლებისა და ადმინისტრატორის პროფილის შექმნა. აღრიცხვა ხდება ბარათის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებით“, - აღნიშნავს ის.


image


გიორგი კეშელავას განმარტებით, არსებობს აღრიცხვის ორი ყველაზე გავრცელებული საშუალება:



  • სისტემა, რომელიც მხოლოდ თანამშრომლების ნამუშევარ საათებს აღრიცხავს;
  • სისტემა, რომელიც აღრიცხავს როგორც სამუშაო საათებს, ისე ახდენს პირბადის დეტექციას და ზომავს ადამიანის სხეულის ტემპერატურას.

„ყველა მათგანს აქვს ელექტრომექანიკური ბარიერის გახსნის ფუნქცია. მოწყობილობა ელექტრო საკეტს ხსნის იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აღენიშნება ტემპერატურა, ატარებს პირბადეს და რა თქმა უნდა, თუ არის კონკრეტული ობიექტის თანამშრომელი“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.


როგორც „ინოტექ სოლუშენსის“ დამფუძნებელი მორის მელია განმარტავს, აღნიშნული მოწყობილობები ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა ახლა მათი გამოყენების საჭიროება კომპანიების უმეტესობას დაუდგა.


„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწყობილობები არის მარტივი მოსახმარი. „ინოტექ სოლუშენსი“ მუშაობს, რომ პროგრამა, რომელიც აღრიცხვის მოწყობილობებისთვის გამოიყენება, ქართულ ენაზე იყოს წარმოდგენილი და მათი ინტეგრირება მაგალითად, ბუღალტრულ თუ სხვა პროგრამებთან გახდეს შესაძლებელი“, - განმარტა მან.


„ინოტექ სოლუშენსში“(www.innotech.ge) აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციებიდან და უკვე ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი პროგრამა მალე იქნება მზად, რომელიც ნებისმიერი პროფილის ბიზნესს თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვას და სიზუსტის დაცვას გაუმარტივებს.


R

0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0