x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან შედარებას კრძალავს
რუსეთში ცხოვრება ახალ-ახალი უაზრო აკრძალვების გამო სულ უფრო გაუსაძლისი და აუტანელი ხდება, რაზეც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტიც მეტყველებს, რომლის ძალით ოფიციალურად იკრძალება სსკრ-ს შედარება ნაცისტურ გერმანიასთან.


“თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფის გამო შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისროს, ჩვენ ალბათ თვით ღმერთმა დაგვავალა, ჩავრთოთ შესაბამისი მექანიზმები უახლესი წარსულის დასაცავად”, - განაცხადა რუსმა დიქტატორმა.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში პუტინმა ღია გაკვეთილი ჩაატარა სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც თქვა, რომ “ვინც ისტორიის გადაწერის ინიციატორებს ეთანხმება, თანამედროვე კოლაბორაციონისტია”.


პუტინის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ევროპის პარლამენტმა ნაცისტური გერმანია და სსრკ ერთ სიბრტყეში განიხილა.



პუტინი საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით არის განმსჭვალული. შეგახსენებთ, რომ მან აღადგინა სსრკ-ს ჰიმნი, ხოლო საკუთრივ ლენინის მიერ დაარსებული “ბოროტების იმპერიის” დაშლას “მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა.


დიქტატორი

0
400
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0