x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც სუნთქვისთვის ჟანგბადი არ სჭირდება
მეცნიერებმა დედამიწაზე აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ანაერობული რესპირაციის უნარი აქვს. ეს არის ერთიციცქნა პარაზიტი, რომლის ლათინური სახელწოდებაა Henneguya salminicola.


პარაზიტი ორაგულს აინფიცირებს და თევზის კუნთებში ბინადრობს. მას სულ რაღაც 8 მილიმეტრი აქვს სიგრძე. დედამიწაზე მცხოვრებ თითქმის ყველა სხვა ცოცხალ არსებას ადამიანის ჩათვლით გააჩნია მიტოქონდრიები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც “ელექტროსადგურები”, რომლებიც ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს და გარდაქმნიან მათ ენერგიად. ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მიტოქონდრიები ამას ახერხებენ, არის ჟანგბადის “საწვავად” გარდაქმნა. ამ პროცესს აერობული სუნთქვა ეწოდება. Henneguya salminicola-ს სწორედ ეს მიტოქონდრიები არ აქვს და შესაბამისად არც სხვა არსებებივით შეუძლია სუნთქვა.


მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ ამოხსნილი, თუ როგორ ითვისებს მცირე ზომის პარაზიტის ორგანიზმი საკვებ ნივთიერებებს ჟანგბადის გარეშე. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის საკუთარი მასპინძლის მოლეკულებს შთანთქავს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა.


Henneguya salminicola-ს დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებაში, რომ უცხო პლანეტებზე სიცოცხლე შესაძლოა ჟანგბადს სრულებითაც არ საჭიროებდეს და შესაძლებელია, სამყაროში მრავლად არიან არსებები, რომლებიც ამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტის გარეშეც კი შესანიშნავად გრძნობენ თავს, ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე ისეთ პლანეტებზეც უნდა ვეძიოთ, რომლებიც არ შეიცავენ ჟანგბადის ატმოსფეროს.



Henneguya salminicola ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და მრავალგვარია ცოცხალი სამყარო. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ამ ცოდნით აღჭურვილები რას ვიზამთ და როგორ გავიფართოებთ აზროვნების შემდგომ თვალსაწიერს.


სიცოცხლე

0
447
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0