x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა არის პულპიტი?
image
რა არის პულპიტი?

პელპიტი-სისხლძარღვებითა და ნერვებით მდიდარი პულპის ფაშარი შემაერთებალი ქსოვილის ანთებაა, რომელიც ვითარდება ანთებითი პროცესის საერთო კანონზომიერების შესაბამისად, როგორც ორგანიზმის რთული საპასუხო რეაქცია მიკრობულ აგრესიაზე.პროცესს იწვევს კბილის რბილ ქსოვილში შეჭრილი პათოგენური მიკრობები. ახასიათებს ძლიერი თვითნებითი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ტემპერატურული, ქიმიური გამღიზიანებლის ზემოქმედებით და უფრო ძლიერდება ღამით.

პულპის ანთება უხშირესად არის კარიესის გართულება.კბილის მაგარი ქსოვილის დაზიანების შედეგად მიკრობები აწევს კბილის რბილ ქსოვილში-პულპაში.გამომწვევი უხშირესად არის სტრეპტოკოკი, მეორე ადგილზეა ლტაფილოკოკი და ლაქტობაცილა. პულპიტი იწყება კარიესული ღრუს მიმდებარე ინფიცირებული უბნიდან, მერე კი მიკრობები და მათი ტოქსინები უფროღრმად იჭრებიან.

პულპის ანთება ასევე შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტრავმამ, ტემპერატურულმა და ქიმიურმა ფაქტორმა.გამომწვევი შესაძლებელია იყოს ექიმის არასწორი ქმედებაც-კბილის არასწორად დაპრეპარირება, პრეპარირება ორთოპედიული კონსტრუქციით, უხარისხო ბჟების ჩასმა და ა.შ.


არსებობს პულპიტის შემდეგი ფორმები:

მწვავე და ქრონიკული.

მწვავეს ფორმებია:

-პულპის ჰიპერემია;

-სეროზულ-შემოსაზღვრული;

-სსეროზულ-დიფუზური;

-ჩირქოვანი;

-ტრავმული.

მწვავე პულპიტის დროს პულპაში ინფექცია იჭრება კბილის კარიესული დაავადების გამო გათხელებული კედლიდან და ან დროს პულპის მთლიანობა დარღვეული არ არის.თავდაპირველად მას აქვს კეროვანი ხასითი და მიმდინარეობს ანთების სეროზული ფორმის მსგავსად, შემდეგ ჩნდება ექსუდატი, ანუ ვიტარდება ჩირქოვანი ანთება.ამ დროს პულპის ღრუში ჩირქის დაგროვების გამო ძლიერი ტკივილი იწყება.

მწვავე პულპიტისგან ყოველთვის ვითარდება მისი ქრონიკული ფორმა, ის უხშირესად ფიბროზულია და ამ დროს იზრდება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი.ჰიპერტროფიული ფპრმის დდროს კი ხდება პულპის ქსოვილის გამოზრდა ღია კარიესული ღრუდან.განგრენოზულუ ფორმის დროს გვირგვინოვან პულპაში აღმოჩნდება დაშლილი ქსოვილი, გრანულაციური ქსივილი კი აღმოჩნდება ფესვის პულპაში.

მწვავე კეროვანი და დიფუზური პულპიტი.

მწვავე პულპიტს ძირითადად ახასიათებს შემდეგი სინპტომები:

-ძალიან ძლიერი ტკივილი;

-შეტევითი ხასიათის ტკივილი;

-თერმული გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ძლიერდება;

-ტკივილის გაძლიერება ღამით.

ტკივილი ვრცელდება სახის სხვადასხვა უბნებში, სამწვერა ნერვის ტოტების გასწვრის, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მწვავე კეროვან პულპიტს ტკივილის გადაცემა არ ახასიათებს და პაციენტს შეუძლია ზუსტად მიუთითოს მტკივნეულ კბილზე. კბილზე დაკაკუნება, ანუ პერკუსია არ პროვოცირებს ტკივილს ან უმნიშვნელოდ.ჩირქოვან ფაზაშიგადასვლის დროს ტკივილი ძლიერდება და იღებს პულსირებად ხასიათს. ანთება იწყება შემოფარგლული უბნიდან, მაგრამ თუ ტკივილი ორ დღეზე მეტხანს გაგრზელდა- დიფუზური ანტების ხასიათს იღებს.

ქრონიკული პულპიტი. მისი ფორმები:

-ფიბროზული;

-ჰიპერტროფიული;

-განგრენოზული;

-გართულებული.

ქრონიკული ფიბროზული პელპიტი.

ანთების ეს ფორმა ვითარდება მწვავე ანთების გაქრონიკულების შედეგად.თავდაპირველად აღინიშნება ძლიერი ტკივილი, რომელიც სემდგომში ქრება, ყუჩდება და თავს იჩენს მხოლოდ სახვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედების შდეგად, მაგალითად ჰაერის შესუნთქვისას.მაგრამ ხშირად პაციენტი მხოლოდ სუსტ უსიამოვნო შეგრძნებას უჩივის და ტკივილი საერთოდ არ აღინიშნება. ხშირად სტომატოლოგიური დათვალიერების დროს აღინიშნება დიდი ზომის კარიესული დეფექტი.

ქრონიკული ჰიპერტროფიული პულპიტი.

ჰიპერტროფიული პულპიტი ვითარდება ქრონილული ფიბროზული პულპიტისგან.ახასიატებს პულპის ქსოვილის ზრდა, რის სედეგადაც კარიესული რრუ ივსევა რბილი ქსოვილით.ამ ფორმას ახასიატებს სხვადასხვა გამღიზიანებლის(ღევა, ცხელი, ცივი, მარილინი, ტკბილი, მჯავე) ზემოქმედების შედეგად ძლიერი ტკივილის აღმოჩენა და სისხლდენა.

ქრონიკული განგრენოზული პულპიტი.

უყურადგებოდ დატოვებული ფიბროზული პულპიტი შეიძლება განგრენოზულ ფორმაში გადაიზარდოს.აღინიშნება ყრუ ხასითის ხანგრძლივი ტკივილი სხვადასხვა გამღიზიანებელზე, რადგან კარიესულ ღრუში ლპობითი ინფექციის გავლენით პულპა იშლება.ცივი ტკივილს აყუჩება, ხოლო ცხელი აძლიერებს. პირის ღრუში ჩნდება სიდამპლის სუნი.

გართულებას წარმოადგენს პერიოდონტიტი, რომელიც ვითარდება არანამკურნალები ან ცუდად ნამკურნალები ქრონიკული პულპიტის შედეგად.

დიაგნოსტიკა.

-საერთო ინსტრუმენტული დათვალიერება;

-ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა;

-დენტალური რენტგენი.

მკურნალობა.

მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს- კონსერვატიული და ქირურგიული.

კონსერვატიული მეთოდით მკურნალობის დროს ანტიბიოტიკებით და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, კალციუმის შემცველი პრეპარატების საშუალებით სიცოცხლის უნარის მქონე პულპა ნარჩუნდება. ეს მეთოდი გამოიყენება პულპის შექცევადი ანთებითი დაავადების და ტრავმული პულპიტის დროს. უფრო ეფექტურია ახალგაზდა, ჯამრთელ პაციენტებში.

ქირურგიული მეთოდი კი გულისხმობს პულპუს ამოკვეთას, ექსტრიპაციას.არსებოს ორი მეთოდი -დევიტალური და ვიტალური.ვიტალური ექსტრიპაციის დროს ხდება პულპის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება და მხოლოდ გვირგვინოვანი ნაწილის მოკვეთა. დევიტალური ექსტრიპაციის დროს კი ხდება პულპის ამოღება მისი სიცოცხლის უნარიანოს დაკარგვის(სპეციალური ნივთიერებებით) შემდეგ. ნერვის მოკვლის შემდეგ ხდება დაზიანებული ქსოვილების მოშორება და იქმნება არხებთან პირდაპირი მიდგომის გზები, შემდეგ უნდა მოხდეს არხების დამუშავება, როგორც მექანიკური, ისე მედიკამენტური, გამოშრობა და დაბჟენა.

კარიესის დროული მკურნალონა პულპიტის პროფილაქტიკას წარმოადგენს.

რეკომენდებულია ასევე პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.




0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0