x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
image


Eurohold -ის წევრი სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია, უკვე წლებია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.


კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს: ქონების, ავტოს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას.


ევროინს ჯორჯია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრია.



ამჟამად, კომპანიაში საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა მათგანს სადაზღვევო სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.


ევროინს ჯორჯია, საქართველოში ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემებს ნერგავს, რომელიც ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეა მორგებული.


2021 წლის 19იანვარს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელმა კომისიამ Eurohold Bulgaria-ს, სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია-ს მფლობელს, ნებართვა მისცა ბულგარეთში ჩეხური ენერგეტიკული კომპანიის, CEZ ჯგუფის შვილობილი კომპანიების შესყიდვაზე.


ამგვარად, Eurohold-ს შესყიდვის განსახორციელებლად ბულგარეთის ხელისუფლების ყველა საჭირო თანხმობა მიღებული აქვს. 2020 წლის 29 ოქტომბერს გარიგების უფლება ასევე დაადასტურა ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისიამ.


შესყიდვის პროცესის შემდეგი ეტაპი იქნება ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება და აქციების გადაცემა. შესყიდვა დაფინანსდება Eurohold-ის საკუთარი კაპიტალისა და წამყვანი გლობალური საინვესტიციო ბანკებისგან ნასესხები კაპიტალის მეშვეობით.


"ჩვენ მიღებული გვაქვს ბულგარეთის ანტიმონოპოლიური და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ნებართვები. ასე რომ, შეგვიძლია გადავიდეთ დაფინანსებისა და გარიგების დასრულების ეტაპზე. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ გლობალური საინვესტიციო ბანკების მხარდაჭერით, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ასეთი ტიპის გარიგებების დაფინანსების სფეროში. შესყიდვის დასრულების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ, გავხდეთ წამყვანი რეგიონული სადაზღვევო და კომუნალური მომსახურების მომწოდებელი, “ - განაცხადა ვასილ სტეფანოვმა, Eurohold Bulgaria-ს შერწყმებისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.


Eurohold-ის მიერ CEZ ჯგუფის ბულგარული ბიზნესის შესყიდვა განხორციელდება ნიდერლანდებში ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული შვილობილი კომპანიის - აღმოსავლეთ ევროპის ელექტრო კომპანიის B.V. (EEEC) მეშვეობით. გარიგება გულისხმობს CEZ ჯგუფის შვიდი ბულგარული შვილობილი კომპანიის შეძენას, რაც მოიცავს უმსხვილესი ენერგოგამანაწილებლის CEZ Distribution Bulgaria-სა და ელექტროენერგიის მომმარაგებელი კომპანიის CEZ Electro Bulgaria-ს 67%-ს, ასევე უმსხვილესი ენერგეტიკული ტრეიდერის CEZ Trade Bulgaria-ს 100%-ს და CEZ Bulgaria-ს, რომელიც მართავს და კოორდინაციას უწევს ბულგარეთში CEZ ჯგუფის ყველა შვილობილ კომპანიას.


CEZ არის ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი და გამანწილებელი კომპანია ბულგარეთში, რომელიც ემსახურება თითქმის 3 მილიონ მომხმარებელს ქვეყნის ყველაზე დასახლებულ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მათ შორის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. 2019 წელს CEZ Bulgaria-მ გამოაქვეყნა თავისი მთლიანი შემოსავალი და აქტივები, თითოეული 1, 4 მილიარდი ბულგარული ლევის ოდენობით (700 მილიონი ევრო). კომპანიას 3000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს ბულგარეთში.


CEZ ჯგუფის ბულგარული ბიზნესის შეძენით Eurohold ყურადღებას გაამახვილებს ორი მთავარი სექტორის, დაზღვევისა და ენერგეტიკის გრძელვადიან განვითარებაზე. კომბინირებული სადაზღვევო და ენერგეტიკული ჰოლდინგის მთლიანი აქტივები, ისევე როგორც შემოსავლები, აღემატება 3 მილიარდ ბულგარულ ლევს (1.5 მილიარდი ევრო). კომბინირებული სადაზღვევო-ენერგეტიკული კომპანია მოემსახურება 7 მილიონზე მეტ კლიენტს და დაასაქმებს 6000-ზე მეტ თანამშრომელს.


შეგახსენებთ, რომ Eurohold Bulgaria არის წამყვანი დამოუკიდებელი ბიზნეს ჯგუფი CEE / SEE / CIS რეგიონში და უდიდესი საჯარო ჰოლდინგი ბულგარეთში. ის მუშაობს დაზღვევის, ლიზინგის, ავტომობილების გაყიდვების, აქტივების მართვისა და ინვესტიციების სფეროში. Eurohold კოტირდება BSE და WSE ბირჟებზე. ამასთანავე, Eurohold ფლობს Euroins Insurance Group-ს (EIG), ერთ – ერთი ყველაზე დიდ დამოუკიდებელ სადაზღვევო ჯგუფს CEE / SEE / CIS რეგიონში, რომელიც ოპერირებს 11 ქვეყანაში და ჰყავს შვილობილი კომპანიები ბულგარეთში, რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უკრაინაში, საქართველოში, რუსეთსა და ბელორუსში. EIG ასევე ოპერირებს საბერძნეთსა და პოლონეთში, აქვს დაზღვევის საკუთარი ნიშები ესპანეთსა და იტალიაში. ამჟამად სადაზღვევო ჯგუფს ჰყავს 4 მილიონზე მეტი კლიენტი და 3000-ზე მეტი თანამშრომელი.


R

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0