x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინეთი მატარებელს აგებს, რომელიც 800 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს
ჩინეთმა უახლესი თაობის მაღალი სიჩქარით მოძრავი მატარებლის პროტოტიპი წარმოადგინა. სამხრეთ-დასავლეთ იატონგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადების თანახმად მაგნიტური რელსების მქონე და ჰაერში მილივლივე მატარებელი სიჩქარით თვითმფრინავს გაეჯიბრება.


მატარებელი რელსებს არ შეეხება, რადგან მაგნიტური ველის წყალობით ჰაერში ილივლივებს, რითაც ცვეთა და დისკომფორტი აღარ იარსებებს.


ამჟამად მატარებელი 620 კმ/სთ-ს ავითარებს, თუმცა მკვლევარები პირობას დებენ, რომ მის სისწრაფეს 800 კმ/სთ-მდე გაზრდიან. შედარებისთვის “აირბას A320” 840 კმ/სთ სისწრაფით დაფრინავს.


დღეისათვის ჩინეთი შანხაიში უკვე ფლობს მაგნიტურ მატარებელს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფია საკუთარ კომერციულ კატეგორიაში და 420 კმ/სთ-ს ავითარებს.



სწრაფ მატარებელზე იაპონელებიც აქტიურად მუშაობენ. 2027 წელს ტოკიო-ნაგოიას რკინიგზას მაგნიტური მატარებელი ექნება, რომელიც 500 კმ/სთ-ს განავითარებს.


საინტერესოა, რომ საჭირო ზეგამტარში იაპონელი მეცნიერები თხევად ჰელიუმს იყენებენ, რომელიც მინუს 269 გრადუსზე ცივდება. ჩინელმა მეცნიერებმა მის ნაცვლად თხევადი ნახშირორჟანგი გამოიყენეს, რამაც ხარჯები ძალიან გააიაფა.


ჩინელი მეცნიერების თქმით, ახალი ზეჩქარი მატარებელი მგზავრების ტრანსპორტირებას უკვე 2027 წლიდან შეძლებს.


მატარებელი

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0