x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ

image

1. მსოფლიოს უძველესი კომპანიები ყველა იაპონურია.

2. საზამთრო კენკრაა, ისევე როგორც გოგრა და ნესვი.

3. შოტლანდიაში ცხვარი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი.

4. ვირთხას შეუძლია ერთი საათის განმავლობაში 122-ჯერ შეწყვილდეს.

image

5. მსოფლიო ოკეანეში არის უფრო მეტი ოქრო, ვიდრე კაცობრიობამ მოიპოვა იგი თავისი ისტორიის მანძილზე.

6. ქალები, რომლებიც მკვეთრ, წითელი ფერის პომადას ხმარობენ, სხვებთან შედარებით უფრო ხშირად იღიმიან.

image

7. ლუდ "გინესის" ბუშტუკები, სხვა ლუდებისგან განსხვავებით, არა ზემოთ ამოდის ზედაპირზე, არამედ ფსკერზე ჩადის. რატომ ხდება ასე, მეცნიერებს ჯერჯერობით ვერ აუხსნიათ.

8. ადამიანის ენა ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდები.

9. დელფინებს სძინავთ მხოლოდ ერთი დახუჭული თვალით.

10. იმისთვის, რომ ზვიგენმა სისხლის სუნი იგრძნოს, საკმარისია სისხლის მხოლოდ ერთი მემილიონე ნაწილი მოხვდეს წყალში.

image

11. ბეთჰოვენი, სანამ მუსიკის წერას დაიწყებდა, თავს ჯერ ცივ წყალში ჰყოფდა.

12. თავისი ისტორიის მანძილზე ნილოსი მხოლოდ ორჯერ გაიყინა: მე-9 და მე-11 საუკუნეებში.

13. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც შობადობა 1983 წელს ნულს უდრიდა, ვატიკანი იყო.

14. ლომები დღე-ღამეში 50-ჯერ წყვილდებიან.


image

15. თუ თქვენ, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების დათვლას დაიწყებთ წამში ერთი ვარსკვლავის სიჩქარით, დათვლას სამი ათასი წელი მოუნდებით.

16. ინდოეთში ყოველ წელს იმაზე მეტი ადამიანი იბადება, რამდენიც ავსტრალიაში ცხოვრობს.

17. ადამიანის ძვლების რაოდენობის მეოთხედი ქვედა კიდურებშია.

18. ტაილანდში ყველაზე პოპულარული სპორტი ფრანების გაშვებაა.

19. ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ აქვს.

image

20. ადამიანების 1%-ს შეუძლია დაინახოს ინფრაწითელი და კიდევ 1%-ს–ულტრაიისფერი გამოსხივება.

21. lsd-ს სასიკვდილო დოზა დღემდე არ არის დადგენილი.

22. ანტარქტიკის (მოიცავს კუნძულ ანტარქტიდას მისი გარემომცველი ოკეანეების განაპირა ზღვებსა და კუნძულებს) თავზე აკრძალულია ვერტმფრენების გადაფრენა, რადგანაც პინგვინები, რომელთაც მოკლე კისერი აქვთ, ცდილობენ მაღლა აიხედონ და ვარდებიან ერთიმეორის მიყოლებით, როგორც დომინოს ეფექტი.

image

23. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია ანა. ანა ჰქვია დაახლოებით 100 მილიონ ქალს.

24. ჩინეთში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ინგლისურად, ვიდრე აშშ-ში.

25. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიპოვებენ მსოფლიო ოქროს 2/3-ს.

26. ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვი ყველაზე მაღალია შვედეთში-24%, ყველაზე დაბალი ქუვეითში-2%.

27. ყოველ მეორე ამერიკელ სტუდენტს იმედი აქვს, რომ 40 წლის ასაკში მილიონერი გახდება.

28. ბელგიაში თავის დაქნევა ნიშნავს-არას, თავის აქეთ-იქით გაქნევა კი-დიახ. ანუ რაც ჩვენთან არას ნიშნავს, იმათთან არის დიახ.

29. პეპლები საკვებს ფეხებით სინჯავენ.

image




ნახეთ ასევე:



საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image

რა ღირს დედამიწა?

image

იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?

image

რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image

ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image

იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?

image

რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image

საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

image


ქუთაისში ამ ქუდებს დღემდე "კოკუცას ქუდი" ეწოდება. რას ნიშნავს კოკუცა?

image





0
541
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0