x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
- შენ უკან დასაბრუნებელი აღარ გაქვს, მხოლოდ მკვდრებთან- ქალმა მოკლა 5 შვილი და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა
image


ამერიკელმა ქალმა თოფით 5 შვილი მოკლა, რის შემდეგაც მან ცეცხლი წაუკიდა სახლს და თავი მოიკლა.


ამის შესახებ განაცხადა დასავლეთ ვირჯინიის შტატის, ქალაქ გრინბრიერის ოლქის შერიფმა, ბრიუს სლოანმა.


ტრაგედია ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მოხდა. როდესაც მამა შინ დაბრუნდა, მას დანახშირებული სახლი და 5 გარდაცვლილი ბავშვი იპოვა:ორი უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან და სამი უმცროსი შვილი, რომელიც 25 წლის ორეანა მაიერსთან შეეძინა.


image

თითქმის თვენახევრის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ორეანა მაიერსმა ჩაიდინა ეს საშინელი დანაშაული.


ყველაზე უმცროსი ბავშვი მხოლოდ ერთი წლის იყო, ხოლო უფროსი შვიდი წლის . ქალმა ხუთივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოგვიანებით მისი გვამი ტალავერში იპოვეს.


ორეანას მეუღლეს ბრაიანს, 10 დღით მივლინებით მოუწია სახლიდან გასვლა. ის ნათესავებთან ცხოვრობდა, რადგან ავარიაში მოყვა და დანიშნულ სამსახურამდე ვეღარ მიაღწია, სანამ მანქანა არ შეკეთდა. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მამაკაცმა ცოლისგან საშინელი შეტყობინება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა ნაჩქარევად დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ ადგილზე მისულს უსაშინლესი სურათი დახვდა.

image


- შენ უკან დასაბრუნებელი აღარ გაქვს, მხოლოდ მკვდრებთან ... თუ ვინმეს არ აინტერესებს, მაშ მე რატომ უნდა მაინტერესებდეს? ჩემთის სულ ერთია ' - წერს ორეანა უკანასკნელ sms- ში.

image

ქალის გვამთან სამართადამცავებმა რამდენიმე ჩანაწერი იპოვეს, სადაც ის პატიებას ითხოვა იმის გამო, რომ მადზე „დემონებმა გაიმარჯვეს“.

image

აღსანიშნავია, რომ ორეანა მაიერსს ფსიქიატრული პრობლემები არ აღენიშნებოდა და არც ბავშვთა მიმართ ძალადობაში ყოფილა შემჩნეული.

0
316
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0