x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მედიცინის უძველესი საიდუმლოები – ქალებისთვის

image

შორეულ საუკუნეებში ადამიანს იმდენი ხელსაწყო, ათასგვარი ტექნოლოგია და მედიკამენტი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ბუნებასთან სიახლოვით მიღებული ცოდნა: დაავადებებსა და გართულებებს მცენარეებითა და ძვირფასი ქვებით მკურნალობდა. ზოგი ნაყენი და ქვა მხოლოდ ქალისთვის იყო და მამკაცს მათი შეხებაც კი ეკრძალებოდა, ძალა არ დაკარგოსო. მაშ ასე, რა იცოდნენ ძველებმა ისეთი, რაც ჩვენთვის უცხოა და შორეული:
აქატი – თუ ქალს სურს, საფრთხეს თავი დააღწიოს, უშიშარი იყოს და სულგრძელი თეთრძარღვიანი შავი აქატი უნდა ატაროს. მუდმივად მომღიმარი, მხიარული, ბედნიერი და ყველასთვის სასურველი სტუმარი იქნება. აქათი ქალის უბიწოების დამცველადაც იტვლებოდა.
კომში – მისი ნაყოფის წვენი საშვილოსნოს დაავადებებს შველის, წყვეტს მენსტრუაციას, ორსულს ნაყოფის შენარჩუნებაში ეხმარება. თესლი შარდის ბუშტის დაავადებებს შველის, შარდვის დროს წვის შეგრძნებას ამცირებს. კომშის ტკბილი ჯიშები მატებს მხნეობას, აუმჯობესებს განწყობას, აყუჩებს ტკივილს, აქრობს ცუდ სუნს პირის ღრუში.
ალმასი – ამბობენ, თუ მშობიარე ქალი ხელზე ალმასს მიიმაგრებს, მშობირობის პროცესი ნაკლები ტკივილით ჩაივლის. ქალი, რომელიც ალმასს ატარებს, გარშემომყოფთა კეთილგანწყობით სარგებლობს. მის აზრს პატივს სცემენ. კუჭის დაავადებები არ შეაწუხებს და ღრმა სიბერემდე ნათელი გონება ექნება. თუ ალმასს ბალიშის ქვეშ დაიდებთ, კოშმარები არ დაგესიზმრებათ. მოწამვლის დროს შხამს ორგანიზმიდან გამოდევნის.
ალთე – ნაყენი კარგია ქალური დაავადებების სამკურნალოდ, ხსნის დაღლილობას, კურნავს ჩირქოვან დაავადებებს.
ანისული – თესლის ნაყენი შველის მენსტრუაციის შეკავებას, აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას (ქალები ანისულის ზეთს საკვებში იყენებდნენ), შარდის გამოყოფას.
ბანანი – მიიჩნევდნენ, რომ მწიფე ბანანი აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას და მეძუძურ დედებს რძეს მატებს.
რეჰანი – იმისთვის, რომ არ დაფეხმძიმებულიყვნენ, რეჰანის გამოწურულ წვენს სვამდნენ. რეჰანისა და ვარდის ზეთის ნარევის ტამპონებს სასქესო გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
გველის სურო – ქალებს ეშმაკისა და ბოროტის სულებისგან დამცველად ითვლებოდა, ამსთვის ბალახს ავგაროზივით ატარებდნენ. გველის სუროს წვენს ურევდნენ ახალ რძეს და ვარდის ზეთს და ვაგინალური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
თეთრთავა – ექიმბაშები ქალებს თეტრთავას მძივის ტარებას ურჩევდნენ იმისთვის, რომ სარძევე ჯირკვლების დაავადებებისგან დაეცვა.
ფირუზი – მომაკვდავი ადამიანის ხელზე ფირუზი ფერმკრთალდება და ღიავდება. ითვლებოდა, რომ ფირუზი არიგებდა ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს. როცა იმ ადამიანის გრძნობა, რომელმაც ფირუზის სამკაული გაჩუქათ, ნელდება, ძვირფასი ქვაც იცრიცება. აუმჯობესებს მხედველობას. თვალს დაავადებისგან იცავს. თუ დაფქვავთ და წყალთან ერთად დალევთ, ღვიძლიდან ტოქსინებს გამოიტანს. ვინც ფირუზს თითზე ატარებს, გარშემომყოფების კეთილგანწყობით სარგებლობს.
0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0