x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცხვირის პოლიპები
image
რას წარმოადგენენ ცხვირის პოლიპები?

ცხვირის პოლიპები წარმოადგენენ უმტკივნეულო, კეთილთვისებიან წანაზარდებს ცხვირის ღრუს გზაბისა და სინუსების ამომფენ გარსზე.მათ განვითარებას იწვევს ქრონიკული ანთებითი პროცესები;იწვევს ასთმით გამოწვეული ანთება, განმეორებითი ინფექციები, ალერგიები, იმუნიტეტის ზოგიერთი დაავადება ან მგრძნობელობა მედიკამენტზე.ყველა ამ ფაქტორის გავლენით ირღვევა სრულფასოვანი სინთეზი იმ ცილოვანი შენაერთებისა, რომლებიც ცხვირის რრუსა და მისი დანამატი წიაღების ამომფენი ლორწოვანი გარსის მთავარი საფუძველია.არასრულფასოვანი ცილოვანი კომპონენტების გამო ლორწოვანი გარსის სტრუქტურა იცვლება, ლორწოვანი გარსი მოეშვება და ჩამოეკიდება და ასეთ უბნებში კი განსაკუთრებით უჯრედები(ეოზინოფილები) გროვდება. ფაქტობრივად პოლიპი ლორწოვანი გარსის ფენაში თავმოყრილი ეოზინოფილების გროვაა და ან უჯრედების გამრავლებაზეა დამოკიდებული პოლიპის ზრდა. პოლიპი შეიძლება ერთი იყოს და მრავლობითიც და მრავლობიტის შემთხვევას უწოდებენ პოლიპოზს. პოლიპები ჩამოკიდებულები არიან, როგორც ყურძნის მტევანი.

მცირე ზომის ცხვირის პოლიპები ხშირად არ იწვევენ სიმპტომებს;დიდი ზომის წანაზარდები ხშირად ბლოკავებ ღრუს გზებს, რასაც მოჰყვება სუნთქვის პრობლემები, ყნოსვის დაქვეითება და ხშირი ინფექციები.

გვხვდება ნებისმიერი ასაკის პაციენტებში, თუმცა უფრო ხშირია მოზრდილებში.


გამომწვევი მიზეზები:

ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა იწვევს პოლიპებს, რატომ უყალიბდება ზოგიერთ ადამიანს ქრონიკული ანთება პოლიპებთან ერთად და დანარჩენ ადამიანებს არა.არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ პოლიპების მქონე ადამიანებს განსხვავებული იმუნური სისტემის პასუხი და სხვა ქიმიური ნივთიერებები აღენიშნებათ ლორწოვან მემბრანაში განსხვავებით იმ ადამიანებსა, ვისაც პოლიპი არ უვითარდება.

ყველაზე ხშირია პოლიპები ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ზრდასრულ ადამიანებში.მათი საყვარელი ადგილი ცხავის ძვლის ლაბირინთია-წვრილი წიაღები, საიდანაც ისინი ისე იზრდებიან, რომ ჰაიმორის და შუბლის წიაღამდეც კი აღწევენ.

სიმპტომები.

ცხვირის პოლიპი რბილი ქსოვილია, პოლიპებს არ აქვთ მგრძნობელობა.მცირე ზომის წანაზარდების არსებობის შემთხვევაში პაციენტი შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეს მათ. ბევრი ან დიდი ზომის პოლიპები ახშობენ სასუნთქ გზებსა და სინუსებს.

ქრონიკულ სინუსიტთან თანდართული ცხვირის პოლიპების სინპრომებია:

*ხშირი, თხევადი გამონადენი ცხვირიდან;

*პოსტნაზალური წვეთი;

*მუდმივი გაჭედილობის შეგრძნება;

*ყნოსვის დაქვეითება, დაკარგვა;

*გემოვნების შეგრძნების დაკარგვა;

*ტკივილი სახის, თავის არეში, დაქაჩულობის შეგრძნება;

*კბილების ტკივილი(ზედა კბილები);

*ხვრინვა;

*ქავილი თვალების არეში;

*წნევოს შეგრძნება შუბლსა და სახეზე.

დიაგნოსტიკა:

ენდოსკოპიური გამოკვლევა გამოიყენება საგიაგნოსტიკოდ, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია, ბიოფსია, სისხლის ანალიზი.

მკურნალობა:

ადრეულ ეტაპზე, სანამ პოლოპები მცირე ზომისაა და დიდ დისკომფორტს არ წამოადგენს პაციენტისთვის მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას.პოლიპოზის დროს ხშირად ინიშნება ჰორმონები9პრედნიზო;ონი), ამ მეთოდს მედიკამენტოზურ პოლიპოტომოას უწოდებენ, რადგან ჰორმონები (პრედნიზოლონი) თრგუნავს ეოზინოფილების გამრავლებას და აფერხებს პოლიპის ზრდას, თუმცა სხვადასხვა გართულების და უკუეფექტის გამო ჰორმონოთერაპია მკურნალობის რაციონალურ მეთოდად არ მიიჩნევა.ერთეულ პოლიპებს კი ქირურგიული გზიტ მკურნალობენ.პოლიპის ქირურგიული მეთოდით მოცილების შემთხვევაში ხშირია მისი რეციდივი.ამ მოვლენის მიზეზი არის ის, რომ ოპერაციული ჩარევის შემდეგ ლორწოვანი გარსი იმავე პათოლოგიური ცილოვანი შენაერთებისგან შმდგარი სახით აღდგება და დარღვეული სტრუქტურის გამო კვლავ აძლევს დასაბამს პოლიპების განვითარებას.






0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0