x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პორტუგალიაში კორონავირუსი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება - მიზეზი ახალი შტამია

პანდემიამ პორტუგალიაში დრამატულ მასშტაბებს მიაღწია. საავადმყოფოებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანათა უწყვეტი რიგები დგას. სახელგანთქმული მოგზაურების და ზღვაოსნების სამშობლო ბოლო კვირის მანძილზე კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით 100 ათას სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, რისი მიზეზიც, ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა და რომელიც, როგორც ამბობენ, ძველზე 30 %-ით უფრო მომაკვდინებელია.


პორტუგალიაში, რომელსაც 10, 3 მილიონი მოსახლე ჰყავს, გუშინ ინფიცირების 14 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სამკურნალო ინტენსიური თერაპიის პალატები 90 %-ით სავსეა. სიკვდილისნობაც შესაბამისად, ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში.


ამასობაში გლობალურად კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა საერთო რაოდენობა 98 841 026-ს აღწევს. გარდაიცვალა 2 118 548 პირი. სპეციალისტები Covid-19-ის პრევენციის მიზნით მოსახლეობას კვლავაც პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით ეფექტურია KN95 და FFP3 ფილტრების მქონე პირბადეები, რომლებიც ვირუსებისგან 94-99 %-იან დაცვას გვაძლევენ. აღნიშნული პირბადეები კორონავირუსის ახალი შტამისგანაც წარმატებით გვიცავენ.


კორონავირუსი

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0