x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 3,300 წლის წინანდელი ფრინველის ბრჭყალი, რომელიც 700 წლის წინ გადაშენდა
imageდღესაც კი უამრავი რამ არის, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით ჩვენი ლამაზი პლანეტისა და მისი ისტორიის შესახებ ... ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველა მცირე დეტალი, რომელსაც მეცნიერები და არქეოლოგები ახერხებენ აღმოაჩინონ, ძალზე ამაღელვებელი მოსასმენია.

სამი ათწლეულის წინ, არქეოლოგთა გუნდი იკვლევდა გამოქვაბულის სისტემას ახალ ზელანდიაში, მთა ოუენზე, როდესაც თვალწარმტაცი აღმოჩენა დახვდათ. რაც მათ აღმოაჩინეს, იყო შესანიშნავად შემონახული დინოზავრის მსგავსი ბრჭყალი, რომელსაც ჯერ კიდევ ხორცი და კუნთები ჰქონდა დაუხრწნელად შერჩენილი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იდუმალი ფეხი 3, 300 წლის იყო და იგი ეკუთვნოდა გადაშენებულ ფრინველს, სახელწოდებით მოა, რომელიც დედამიწიდან გაქრა დაახლოებით 700 – 800 წლის წინ.imageაღმოჩნდა, რომ მოა პირველად დაახლოებით 8, 5 მილიონი წლის წინ გამოჩნდა! როგორც ჩანს, იმ დროში მოას მინიმუმ 10 სახეობა არსებობდა. ორი მათგანი უმსხვილესი სახეობის იყო სიმაღლე გაშლილი კისრით დაახლოებით 12 მეტრს (3.6 მ) აღწევდა და წონა დაახლოებით 510 გირვანქა (230 კგ), ხოლო ყველაზე პატარა ზომის დაახლოებით ინდაურისხელა იყო.

image(ოთხი სხვადასხვა სახეობის მოა ადამიანთან შედარებით ასე გამოიყურებოდა)


დიდი ხანია, მეცნიერები ცდილობენ იპოვონ პასუხი კითხვაზე, რატომ გადაშენდნენ ეს ფრინველები. მოა გაქრა დედამიწიდან დაახლოებით 700 წლის წინ, კუნძულებზე ადამიანის დასახლების შემდეგ. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს შემთხვევითი არ იყო.

imageimageევოლუციური ბიოლოგი ტრევორ უორითი ამბობს: ”გარდაუვალი დასკვნაა ის, რომ ეს ფრინველები არ იყვნენ მხცოვანნი, არც მათი საგვარეულო და სულაც არ აპირებდნენ სამყაროს დატოვებას. პირიქით, ისინი ძლიერი, ჯანმრთელი მოსახლეეები იყვნენ, როდესაც ადამიანები მათ შეხვდნენ და შეწყვიტეს მათი არსებობა. ”
imageimage


0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0