x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პროკურატურამ დავით გარეჯის საქმე დასრულებულად გამოაცხადა
გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა და ის სასამართლოს გადასცა. საქმის პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიცოვა მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არ იყო და წინააღმდეგობაში მოდიდოა ჩვენ ისტორიულ საზღვართან.

"1937-28 წლებსი 1:200-იანი მაშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა აღმოაჩნეს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო ისუტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.

დადგენილია, რომ ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ 1:100 000 და 1:50 000-იან რუკებზე არსებულ საზღვირს ხაზს, რომელიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არასდროს ყოფილა და რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდიდოა ჩვენ ისტორიულ საზღვართან ", - თქვა საქმის პროკურორმა. დავით გარეჯიივერი მელაშვილის კაბინეტში დამონტაჟებული კამერით ჩაწერილი საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ მალხაზ მიქელაძესა და დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარეს, ამჟამად ბრალდებულ ივერი მელაშვილს შორის პროკურატურამ გამოაქვეყნა და კარტოგრაფების საქმესაც დაურთო. გამოძიება უკვე დასრულებულია და სასამართლოს გააეგზავნა.

რამდენიმესაათიანი საუბრიდან პროკურატურამ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რითაც თითქოს დასტურდება, რომ დელიმიტაციის კომისიამ საქართველოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარი არა ჩიჩხიტურის ქედის ძირში, არამედ თავზე გადის.


ამავე ჩანაწერში, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ საზღვრის საკითხი ჩიჩხიტურამდე შეთანხმებული იყო.

მელაშვილი - ხო ანუ, კიბატონო შენ შენი შეთავაზებიდან გამოხვედი, იმიტომ, რომ იქითა მხარემ რომ გითხრა შენ, რომ არა გაქვს შეთავაზება, ნუ მიუღებელია შენი შეთავაზება ჩემთვის, ნუ ამან კაი, ჩიჩხიტურამდე შევათანხმეთ, არ მისული ასი მეტრი, იმიტომ, რომ ვთქვათ ეგეც, არ მინდა ახლა ხომ, ხომ ვიტყვი, რომ ის ისა და ეს ისა, ყოველ შემთხვევაში, საერთოდ არ მინდოდა, მაგ მონაკვეთს საერთოდ ნუ შევეხებით, მე ვუთხარი, ეს ეხლა არა, მერე იქნება განხილული და მერე...

შეგახსენებთ, პროკურატურის ბრალდების მიხედვით, ივერი მელაშვილი საქართველოს დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებდა.

"ბრალდებულის საუბრით, ასევე, დასტურდება, რომ მათი, როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში, მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანულ პოზიციას", - ამბობს პროკურატურა.

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე სვამს კითხვას, რატომ გაახსენდა პროკურატურას ახლა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება.

თუ ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ და მაკომპრომიტირებლად მიაჩნდათ, რატომ არ წარმოადგინეს აქამდე? ახლა რა აღმოაჩინეს ახალი?, - კითხულობს თამარ სულაძე.

არაერთი კითხვის მიუხედავად, პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, რა ტერიტორია და დავითგარეჯის რა ნაწილი დაკარგა საქართველომ - შესაძლოა, მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ჩიჩხიტურის კოშკია, მაგრამ ასე არ არის, რადგან კოშკზე ტურისტებისა და მომლოცველების, სასულიერო პირების წვდომა შეზღუდული არ ყოფილა 2019 წლამდე, როცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დავითგარეჯში ჩასვლისას, აზერბაიჯანული მხარისთვის გამაღიზიანებელი გაბცხადება გააკეთა.

სტატიაში გამოყენებულია მასალები მთავარიდან

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0