x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ისრაელში ეჭვქვეშ დააყენეს Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა

image

ისრაელმა ეჭვქვეშ დააყენა Pfizer ვაქცინის სავარაუდო ეფექტურობა. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა, პროფესორმა ნაჩმან აშმა, რომელსაც ციტირებს The Times of Israel-ი.


მან ხაზი გაუსვა, რომ 12, 4 ათასზე მეტი ებრაელი მოქალაქე კორონავირუსით დაავადდა ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ხოლო მათ შორის არის მინიმუმ 69 ინფიცირებული, რომლებმაც მეორე ინექცია მიიღეს და მაინც დაინფიცირდნენ.

ნაჩმან აშმამ ისიც აღნიშნა, რომ ვაქცინა შეიძლება არ იცავდეს კორონავირუსის ახალი შტამისგან.



დღეისთვის, როგორც ცნობილია ისრაელი მსოფლიოში #1 ადგილზე დგას მოსახლეობის აცრის მიხედვით, 20 იანვრის მონაცემებით ისრაელში აიცრა 2, 7 მილიონი მოქალაქე, რაც მთლიანი მოსახლეობის 31%-ია.

აქედან 400 000-ზე მეტმა აცრის ორივე დოზა მიიღო.


შეგახსენებთ, გერმანულ-ამერიკულმა კომპანია Pfizer-BioNTech მა 18 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მისი ვაქცინა ეფექტურია 95 პროცენტით. 43 ათასზე მეტი მოხალისეზე ტესტირების დროს დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 170 შემთხვევა, რომელთაგან 162-ს იღებდა პლაცებოს.


დღეისთვის მთელს მსოფლიოში 41 მილიონი აცრაა ჩატარებული, ძირითადი ვაქცინებია:Pfizer-BioNTech, CoronaVac, Moderna, Sputnik V, Astrazeneca.

0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0