x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წარმოუდგენელი ისტორია: როგორ გახდა 104 წლის ექიმი 9 ათასი ბავშვის მამა

image


ფილიპ პევენი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა გინეკოლოგიურ კლინიკაში. მასზე პრეტენზია არ ყოფილა, პირიქით. მას მიმართავდა ათასობით ქალი, რომლებსაც ბუნებრივად არ შეეძლოთ დაორსულება. დონორი სპერმის დახმარებით კი მათ ყველაფერი გამოუვიდათ: ისინი დაორსულდნენ და მშვენიერი ჯანმრთელი შვილები გააჩინეს. თუმცა, ახალგაზრდა დედებმა ხშირად არც იცოდნენ თუ ვინ იყო მათი შვილების ბიოლოგიური მამა.






სიმართლე თითქმის შემთხვევით გაირკვა. ერთ დღეს, 60 წლის ქალბატონმა ჯეიმი ჰოლმა გადაწყვიტა გენეტიკური ტესტი ჩაეტარებინა და სპეციალური სერვისით ისარგებლა დნმ-თი მისი და-ძმების დასადგენად. მან იცოდა, რომ მისი ბიოლოგიური მამა ოჯახის მეგობარი იყო. ადამიანი, რომელიც მისი ფაქტობრივი მამა გახდა და გაზარდა, სტერილური იყო. ტესტმა აჩვენა, რომ ჯეიმს სულ მცირე რამდენიმე ასეული გენეტიკური და-ძმა ჰყავს. ისინი ყველანი ერთ საავადმყოფოში დაიბადნენ, ხოლო, მათი დედები ერთმა ექიმმა - ფილიპ პევენმა ამშობიარა.
შემდეგ კი იმავე ვებ-გვერდზე ჯეიმმა იპოვა დოქტორ პევენის შვილიშვილი. აღმოჩნდა, რომ მათი დნმ ემთხვევა 12, 3 პროცენტით. დიახ, ისინი ნამდვილად ნათესავები იყვნენ, აქ დამთხვევა არ შეიძლებოდა. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს - დოქტორი პევენი ჯეიმის და მისი სხვა მრავალი და-ძმის ნამდვილი ბიოლოგიური მამა იყო.
"ჩემს მშობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ დოქტორ პევენი შემოწირულ სპერმას საკუთარით ცვლიდა.ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მე ოჯახის მეგობრის საჩუქარი ვიყავი”.- ამბობს ჯეიმი.
image
გარდა ამისა, გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჯეიმი ნახევრად აშკენაზი ებრაელი იყო. არც მის წინაპრებს და არც მის სავარაუდო ბიოლოგიურ მამას შორის არც ერთი ებრაელი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მისი უფროსი დის დნმ-ში მსგავსი რამ არ ყოფილა. ანუ, ისინი არც ისე ახლო ნათესავები იყვნენ, როგორც თავად სჯეროდათ.
მთელი წლის განმავლობაში ჯეიმი ფრთხილად აგროვებდა თავის გენეტიკურ ისტორიას. მას ძმების და დების გიჟური რაოდენობა ჰყავდა. ყველაზე უხეში შეფასებით, მათ რიცხვი არანაკლებ ცხრა ათასია! ქალმა ერთერთ ახლად შეძენილ ნათესავთან ერთად გადაწყვიტა პირისპირ შეხვედროდა ექიმ ფილიპ პევენს.
image
”მან აღიარა, რომ მან ყველა ეს ქალი საკუთარი სპერმით განაყოფიერა. როდესაც ვკითხე, რატომ შეცვალა დონორის სპერმა საკუთარით, მან მიპასუხა, რომ დონორებს ტესტირება არ ჩაუტარებიათ, ამიტომ, შეუძლებელი იყო მათი ჯანმრთელობის გარანტია. მან და კიდევ რამდენიმე ექიმმა, რომლებმაც ასევე, სპერმა გაჩუქეს, გაიარეს ყველა საჭირო ტესტი." ყვება ჯეიმი. იმის გათვალისწინებით, რომ მათი შეხვედრის დროს ექიმი უკვე 104 იყო, შესანიშნავად გრძნობდა თავს.
image
.
0
255
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0