x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მეცნიერთა კვლევით COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების მესამედი კვლავ საავადმყოფოში ხვდებიან
image



ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა პირველი ტალღის დაახლოებით 30%, რომლებიც გაწერეს საავადმყოფოებიდან, ხუთი თვის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ მათ.





ექსპერტებმა გაანალიზეს 47 780 ყოფილი პაციენტის მდგომარეობა. 140 დღის განმავლობაში 29.4 პროცენტი საავადმყოფოებში დაბრუნდა. გარდაიცვალა 12, 3 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ ბევრ პაციენტს განუვითარდა ან გაუუარსედა თანმხლები დაავადებები. მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადება, გულის დაავადებები.





”ადამიანები, როგორც ჩანს, მიდიან სახლში, უვითარდებათ გრძელვადიანი სიმპტომები, შემდეგ ბრუნდებიან საავადმყოფოებში და იღუპებიან.”- ამბობს - კვლევის ერთ-ერთმა ავტორი, ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორი კამლეშ კუმლი.





ეს პოტენციურად ნიშნავს, რომ COVID-19– ის სიკვდილიანობის სტატისტიკაში კიდევ მრავალი შემთხვევა უნდა იყოს შეტანილი. გარდა ამისა, პროფესორის აზრით, ჩვენ უნდა მოვემზადოთ "გრძელვადიანიი კოვიდისთვის". ”




" ყველა გაწერილი პაციენტის მონიტორინგი ეს ტიტანური ამოცანაა. ჯანდაცვის სამსახური მაქსიმალურად მუშაობს, მაგრამ საჭიროა გარკვეული სახის მონიტორინგის ორგანიზება. ” - დაამატა მეცნიერმა.



0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0