x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"მთხოვდნენ, საჯაროდ მეცრუა - ხურჩის ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმაო".

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2008 წლის 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, სოფელ ხურჩაში ორგანიზებულად გადმოყვანილ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას. ამ დროს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიეს. "РПГ"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქეს ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს:

„გამოძიების დროს გამოიკვეთა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი. განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ მომხდარიყო ხალხის დაშინება..დათესილიყო პანიკა. ეს სპექტაკლები დამთავრდა და არასოდეს აღარ განმეორდება.“

ტერაქტმა დააეჭვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველას უკვირდა, როგორ აღმოჩნდნენ სოფელ ხურჩის სპორტულ მოედანზე ქართული ნაციონალური არხები. კორესპონდენტები, როგორც კადრებიდან ჩანს, მზად იყვნენ საინციდენტო შემთხვევისთვის... მათ დაწვრილებით აღნუსხეს ყველა ფაქტი, მათ შორის ის, თუ როგორ ესვრიან ყუმბარმტყორცნიდან ამომრჩევლების უბნებზე გადასაყვანად გამზადებულ ავტობუსს და აფეთქებენ. განსაკუთრებით ეს სტატიკური კადრი იწვევს ეჭვს, რადგან სროლის მიუხედავად, კამერა არც კი ირხევა, რაც ნიშნავს, რომ ოპერატორი გასროლის მოლოდინში, შტატივზე დამაგრებული კამერით იღებს. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვითმხილველებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, ჟურნალისტების ნაწილმა იცოდა, რა სცენარი უნდა განვითარებულიყო შემთხვევის ადგილზე და წინასწარ მომზადებული მივიდა.

მოკვლევის შემდეგ გაჩნდა კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი უშიშროების თანამშრომლები. უახლოესი სამხედრო ბაზა 15 წუთის სავალზეა და როგორ მოახერხეს შს სამინისტროს დამატებითმა ჯგუფებმა ხურჩაში მისვლა და საპასუხო ცეცხლის გახსნა, როცა ოპერაცია 15 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკითხის შესწავლის დროს, ექსპერტებმა გამოარკვიეს, რომ ყუმბარმტყორცნი ისროლეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სადაც მოგვიანებით აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი სპეცრაზმელის მობილური ტელეფონი.ხურჩასტატიაში მასალები გამოყენებულია გაზეთ კვირისპალიტრიდან

7
37
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
37
  
2021, 19 იანვარი, 14:48
კოდორი 2007?
2021, 19 იანვარი, 14:45
რომა შამათავას ისეთი ოპერაციები აქვს დაგეგმილი და ჩატარებული მართლა გმირია.
დრო დაამტკიცებს ამას....
2021, 19 იანვარი, 14:44
რაც შეეხება აფეთქებას, ნამდვილად ასე მოხდა და ეჭვებიც არავის უჩნდება მაგაში
2021, 19 იანვარი, 14:43
რომა შამათავა ლამის ეროვნულ გმირად ყავთ გამოცხადებული
2021, 19 იანვარი, 14:40
კამერაზე რაც დაწერეს ეგაა სრული სიბრიყვე, აფეთქების ტალღა შტატივს კი არა ტანკს ისვრის გვერდზე. :)))
2021, 19 იანვარი, 14:38
დაყენებული კამერით იღებდნენ და პახოდუ სცენა იყო გამზადებული ლაივისთვის :დ
2021, 19 იანვარი, 14:36
ერთი "паз"-ის ტიპის ავტობუსი იქნა დაცხრილული, რომა შამათავა ყელზე დაადგა ბევრს და ამიტომაა ციხეში ცრუ მოწმეების წყალობით.
0 1 7