x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ადამიანი, რომლის საფლავი ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიხსნა და მხოლოდ გვამის ფოტო არსებობს
image
ქართული პოეზიის პრინცი.
მეფობისთვის არ დასცალდა...
თუმცა პოეზიის მეფე - გალაკტიონი მხოლოდ მისი შემოქმედების წინაშე იხრიდა ქედს.
სიცოცხლეში ღმერთისგან დავიწყებული.
უიღბლო:კოჭლი, გაუზიარებელი სიყვარულით სულდადაღული.
ბარიერები - გაპროვინციალებული ყოფის უნიათობა და სიდუხჭირე.
ბედის დაცინვა - ჩინოვნიკი სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში.
გროშები.
ისევ ბედის დაცინვა - ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწე.
ისევ გროშები.
27 წლის ასაკში მალარიისგან ტანჯვით სიკვდილი.
ნახევარ საუკუნეზე მეტი განჯის მიწაში.
ძლივს დიდუბის პანთეონი.
7 წელი მისი შემოქმედების გენიალურობის გააზრებისთვის, რომ მთაწმინდის პანთეონის პატივი რგებოდა.
რეალური პორტრეტის გარეშე.
მხოლოდ ჩონჩხის ფოტო.
პოეტის ოცნება - "რომ დაშთოს აქ ამაოება".
ამაოება დღემდე დაუშთობელია.
ილია ჭავჭავაძეს რომ არ ჩავარდნოდა ხელში მისი ლექსები, უკვალოდ დაიკარგებოდა...
მისი თანამედროვე იღბლიანები: ლაღები, ბედნიერები, მდიდრები კი ისე აღიგავნენ პირისაგან მიწისა, არც კი ვიცით მათი გვარ-სახელები. აღიგავნენ და მორჩა.
ადამიანები მანამ კი არ ცოცხლობენ, სანამ სუნთქავენ, არამედ მანამ, სანამ გვახსოვს...
ტატო
ნიკოლოზ ბარათაშვილიimage
0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0