x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მზეჭაბუკის" საფლავი

image

სურათზე გამოსახულია ლადო ქოქიაშვილის საფლავი. სპორტის სასახლესთან "მზეჭაბუკი"-ს (ფოთოლა) ძეგლის პროტოტიპი სწორედ ეს ადამიანი იყო.
ლადოს მეგობარი ჰყავდა - ასტამურ აჩბა(ეს ის ასტამურაა ქსოვრელების სიმღერიდან), ცნობილი კალათბურთელი. მოხდენილი ჩაცმა უყვარდა. მას, ლადოს და კიდევ რამდენიმე მეგობარს, ერთი მკერავი ჰყავდათ (იმ დროის თბილისში ტანსაცმელს ძირითადად მკერავთან იკერავდნენ), მთაწმინდელი იყო, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა.
ერთ დღეს ასტამურმა მკერავთან პიჯაკის შესაკერად ქსოვილის ნაჭერი მიიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნაჭერი დაიკარგა.
კაცი, რომელმაც ის ნაჭერი აიღო, ვინმე კარლო (რეზო) ასამბაძე აღმოჩნდა, მეტსახელად "ჰასანა"(მეტსახელების მსგავსების გამო, მოგვიანებით "ქურთ ჰასანას" აბრალებდნენ ლადოს მკვლელობას). ასტამურმა მას წაღებულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
იმ საღამოს ლადო კინოთეატრში იყო. ასტამურმა მეორე მეგობართან ერთად მიაკითხა. უთხრა, - სადავო საქმე გამომიჩნდაო და დახმარება სთხოვა. რა თქმა უნდა, ლადოს დიდხანს არ უფიქრია და მეგობრებს გაჰყვა.
ბიჭები ასამბაძეს ოქროსუბანში, ერთ პატარა ბაღში შეხვდნენ და საპიჯაკე ნაჭრის დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს.
სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც კარლომ ლადო იცნო და - სადაც ხელს დამარტყამ, იქ დანას გაგიყრიო, - გააფრთხილა.
ნათქვამი ლადოს სერიოზულად არ მიუღია.
შენზე ხელს როგორ გავისვრიო, - უთქვამს "ჰასანასთვის" და ხელი აუქნევია, არ დაურტყამს.
მაშინ ვერავინ შეამჩნია, რომ კარლო ასამბაძეს მაჯაში დანა ჰქონდა დამალული, მოულოდნელად ის გამოაცურა და ლადოს გაუყარა...
დაჭრილი ლადო საავადმყოფოში გურამ რჩეულიშვილმა მიიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც.
მოგვიანებით მოკლეს ლადოს მეგობარი ასტამურ აჩბაც.
მკვლელი იყო ნუგზარ ძაგნიძე, თენგიზ კიტოვანის ბიძაშვილი. ასტამურთან კარგ ურთიერთობაში იყო. როგორც ყვებიან ასტამურასთვის ფულის სესხება უთხოვიადა უარი მიიღო. შემდეგ რესტორანში გოგოსთან ერთად შევიდა, იქ ასტამურა საკმაოდ მთვრალი დახვდა, რომელსაც მოეჩვენა, რომ ძაგნიძე ცივად მიესალმა და გოგოს თანდასწრებით შეურაცყოფა მიაყენა. ძაგნიძე ადგა, სახლიდან იარაღი წამოიღო, აჩბას დახვდა და 5-თუ 6 ტყვია მუცელში მიუშვა. დიდხანს ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ პერიტონიტისგან გარდაიცვალა. მკვლელს თურქეთში უპირებდნენ გადაყვანას, აჭარაში იმალებოდა. სწორედ მასთან მიდიოდა მანქანით კიტოვანი, ავარია რომ მოუვიდა, კაცი გაიტანა და ჩაჯდა, მგონი 12 წლით. მერე გადასახლებაში გაუშვეს იალაღებზე, სადაც ზვიადი იყო.
2
230
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
230
  
2021, 17 იანვარი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 იანვარი, 14:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2