x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კონის სინდრომი
კონის სინდრომი
თირკმელზედა ჯირკვალი წყვილი ორგანოა, რომელიც რეტროპერიტინეალურ სივრცეშია მოთავსებული გულმკერდის XI და წელის I მალის დონეზე.

თირკმელზედა ჯირკვლის არტერიული მომარაგება ხორცუელდება მუცლის არტერიდან, დიაფრაგმისა და თირკმელის არტერიებიდან გამომდინარე ტოტებით ისინი ჩვეუელბრივ პატარა არტერიებია და მათი რიცხვი ვარიაბელურია, ვენური სისხლი ცაედინება მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლიდან ქვემო ღრუ ვენაში. ხოლო მარცხენა თირკმელზედა ჯირკვლიდან კი თირკმლის ვენაში.

თირკმელზედა ჯირკვალი შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნაწილისაგან. ჯირკვლის ძირითადი მასაა წარმოადგენს ქერქოვანი შრე, რომელიც თავის მხრივ შედგება სამი ზინისაგან: გორგლოვანი, კონისებრი და ბარდისებრი. ხოლო ტვინოვანი ნაწილი შედგება ქრომაფინური უჯრედებისაგან.

გამოყოფენ ჰიპერალდოსტერონიზმის ორ ფორმას: პირველადს როცა იგი განვითარებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ადენომით-ალდოსტერონიმით და იგი ცნობილია კონის სინდრომის სახელად.


მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი შეიძლება იყოს ორგანული და ფუნქციყრი ხასიათის. ორგანული ჰიპერალდოსტერონიზმი გვხვდება თირკმლის სიმსივნის, თირკმლის არტერიის სტენოზის, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ფუნქციონალურ ჰიპერფუნქციას ადგილი აქვს ჰიპოვოლემიის, ჰიპონატრიემიის, ალდოსტერონის ს8ნთეზის შემცირების დროს, ბარტერის სინდრომის დროს.

კონის სინდრომი უხშირესად გვხვდება 30-50წლის ასაკში, უმეტესად ქალებში.

ორგანიზმში ალდოსტერონის ჰიპერპროდუქციას თან მოჰყვება თირკმლის მილაკებში ნატრიუმის რეაბსორბცია და შარდით კალიუმისა და წყალბადის იონების ჭარბი გამოყოფა. ამ დანაკარგს მოჰყვება უჯრედშიდა კალიუმის და წყალბადის იონების ნატრიუმის ჩანაცვლება, რასაც მოყვება უჯრედშიდა აციდოზი და უჯრედგარეთა ალკალოზი, ორგანიზმში წყლის შეკავება, ჰიპიკალიემია და ჰიპერტონია.

ალდოსტერონმა, რომელიც ამ პათოლოგიას იწვევს, ადენომური სიმსივნეა. იგი ზომით 3-4 სმ-ია, უხშირესად ცალხმრივია და ძირითადად თირკმელზედა ჯირკვლის გორგლოვანი შრისაგან ვითარდება.

ჰიპერალდოსტერონიზმის ერთ-ერთ ძირითად სიმპტომს წარმოადგენს არტეიული ჰიპერტენზია და იგი ავადმყოფთა 85% არინიშნება. პათოლოგიაში წამყვანია სამი სიმდრომი: გულსისხლძარღვოვანი, ნერვკუნთოვანი და თირკმლისმიერი.

გულსისხლძარღვოვანი სინდრომს მიეკუთვნება ჰიპერტონია : თავის ტკივილი, ცვლილებები ტავლის ფსკერზე-ბადურაზე, მარცხენა პარკუწის ჰიპერტროფია.

თირკმლისმიერი სინდრომი ხასიათდება პოლიდიფსიით, პოლიურიით, ნიქტურიით, იზო და ჰიპოსტერუნიითპროტეინურიით. ჰიპოკალიემია და რენინის მკვეთრი შემცირება.

ჰიპოკალიემიას თან მოჰყვება ნევრკუნთოვანი სისტემის საერთო დარრვევები: სისუსტე, პარესთეზია, ზოგჯერ ტეტანური კრუნცხვები, ცვლილებები ეკგ-ზე, ყაბზობა, თავის ტკივილი, დაღლილობა.

სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთ ზირიტად მეთოდად გამოიყენება სისხლში და დღეღამურ შარდში ალდოსტერონის განსაძღვრა, აგრეთვე მნიშვნელოვანია რენინის აქტივობის განსაზღვრა, იგი პირველადი ალდოსტერონის დროს ნორმის ფარგლებშია ან დაბალია. ხოლო მეორადი ალდოსტერონის დროს მისი შემცველობა მატულობს, ასევე სისხლში ნატრიუმის რაოდენობა მატულობს, ხოლო კალიუმის მცირდება.

ალდოსტერონის მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაცია ნაჩვენებია ადენომის ჰიპერპლაზიის და კარცინომის დროს.

ადენომის დროს ნაცვენებია ცალმხრივი ადრენალექტომია. თირკმელზედა ჯიკვლის ჰიპერპლაზიის დროს კი მიმარტავენ ტირკმელზედა ჯირკვლის ორმხროვ სუბტოტალურ რეზექციას. კარცინომის დროს მიმართავენ ადრენალექტომიას ქიმიოტერაპიასთან ერთად.

ჰიპერალდოსტერონიზმის დროს თერაპიული მკურნალობის მიზნით იყელებენ ალდოსტერონის ანტაგონისტებს: სპიროალაქტონს, ალდაქტონს. ოპერაციისთვის მომზადების წინა პერიოდში კი ტირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში მიმართავენ ანტიჰიპერტონული საშუალებებით მკურნალობას.


0
262
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0