x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
6 ყველაზე სასარგებლო ხილი
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხილის რეგულარული მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ხილი ერთნაერად სასარგებლო არაა. გთავაზობთ, 6 ყველაზე სასარგებლო ხილს.


1.გრეიფრუტი

გრეიფრუტი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ციტრუსია. ვიტამინებით მდიდარია, ამასთან ერთად ხელს უწყობს წონაში კლებას.

image


2.ანანასი

ანანასი მდიდარია C ვიტამინით და მანგანუმით. შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და ცილას გადაამუშავებს.

image

3.ავოკადო

ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მცენარეულ ბოჭკოსა და მანგანუმს. კალიუმი კი მაღალი წნევისა და ინსულტის რისკებს ამცირებს.

image

4.მოცვი

მოცვს გამორჩეული საკვები ღირებულება აქვს. მასში მცენარეული ბოჭკოს, C, K ვიტამინების, მანგანუმისა და ანტიოქსიდების მაღალი შემცველობაა. მოცვი ასევე გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

image

5.მანგო

მანგო C ვიტამინის საუკეთესო წყაროა. მანგოს აქვს ძლიერი ანტიოქსიდური და ანთების საწინააღმდეგო თვისება, რომელიც სხვადასხვა დაავადების რისკს ამცირებს.image

6.ლიმონი

განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ლიმონი ხელს უშლის წონის მატებას, არეგულირებს წნევას და ებრძვის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

image

















0
133
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ნიკოლაიშვილი
თამარ ნიკოლაიშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0