x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
პენსიონერმა მეზობლებს 6 მილიონი ევრო დაუტოვა
image

გასულ წელს გარდაცვლილმა გერმანელმა პენსიონერმა რენატა ვედელმა(Renate Wedel) ვალდსოლმსის რაიონიდან(ჰესენის მხარე) მეზობლებს ექვსი მილიონი ევრო უანდერძა. ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ვებგვერდი.


ქალის მემკვიდრეობა რომელიც შედგება საბანკო ანგარიშის, აქციების, ძვირფასეულობის, სახლისა და ქონებისგან, გადაეცემა მისი თემის მცხოვრებლებს. ანდერძის საერთო ღირებულებაა 6, 2 მილიონი ევროა.


განმარტებულია, რომ რენატა ვედელი გარდაიცვალა 2019 წლის 23 დეკემბერს, 81 წლის ასაკში, მაინის ფრანკფურტში.


იგი 1975 წლიდან იგი ცხოვრობდა ვალდსოლმში თავის მეუღლესთან, ალფრედთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა ბუცბახის მოხუცთა თავშესაფარში 2014 წელს, 88 წლის ასაკში.


სიცოცხლის განმავლობაში მამაკაცმა დიდ წარმატებებს მიაღწია საფონდო ბირჟაზე აქციებით ინვესტიციით.

image

კომუნის ბურგომისტრმა ბერნდ ჰეინემ გამოცემა Hessenschau-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ თავიდან შემოწირული თანხის ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა.

”თავიდან მეგონა, რომ მძიმე იყო არასწორად დასმული”, - თქვა მან. ჰეინემ დაამატა, რომ თანხა მოხმარდება საზოგადოებრივ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის ველობილიკების მოწყობას, საცურაო აუზს, საბავშვო ბაღებსა და ა.შ.

0
235
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0