x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"არაბული რეალიები": მუსლიმი ქალების აუტანელი ყოფა ზორა ბენსემრას ნამუშევრებში

image


ცნობილი არაბი ფოტოგრაფი ზორა ბენსემრა 1968 წელს ალჟირში დაიბადა, 1997 წელს ალჟირის კონფლიქტის დროს მან მელორ ლენგსდონისგან სააგენტო "როიტერში" ფოტოგრაფად მუშაობის წინადადება მიიღო, რასაც დასთანხმდა კიდეც, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი როგორც ფოტოგრაფის კარიერული აღმასვლა. 2000 წელს ზორა მაკედონიაში მიავლინეს, სადაც ალბანელები სერბეთის ჯარებს ემალებოდნენ, სამი წლის შემდეგ კი ის უკვე ერაყში გაემგზავრა, სადაც სადამ ჰუსეინის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. მალევე ზორა "როიტერის" შტატიანი თანამშრომელი გახდა, 2005-ში კი მან ევროკავშირის ჯილდო საუკეთესო აფრიკელი ფოტოგრაფისთვის მიიღო. ალჟირში ყოფნისას, ზორა ბენსემრა აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ფოტორეპორტაჟების გადაღებას კვლავ აქტიურად განაგრძობდა. 2011 წელს მან სუდანში ჩატარებული რეფერენდუმი, ტუნისის აჯანყება და ლიბიის რევოლუციის უნიკალური კადრები გადაიღო. დღესდღეობით, ზორა ერთ - ერთ ყველაზე პოპულარულ არაბ ფოტოგრაფად ითვლება, რომელსაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. დღეს, მის ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოკადრებს წარმოგიდგენთ, რომელიც მუსლიმი ქალების აუტანელ ყოფას ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
831
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
831