x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ვინ ან რა არის ცხოველების პრობლემა საქართველოში?!


image
განვითარებულ ქვეყნებში ცხოველთა უფლებები დაცულია, მაგრამ საქართველოში ჩვენი მთავრობისგან ამ საკითხს არანაირი ყურადღება არ ექცევა. ბევრ ქვეყანაში უკვე, ერთ ცხოველსაც ვერ ნახავთ ქუჩაში უპატრონოდ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამ პატარა ქვეყანაში ეს დიდი პრობლემა ვერ გვარდება. რატომ ხდება ეს? იმტომ, რომ მთავრობისთვის ცხოველები სულაც არაა პრიორიტეტული.
მაგალითად:
image

1.მძღოლი, რომელიც მოკლავს ან დააზიანებს ცხოველს და პოლიციას არ შეატყობინებს 50 ლარით დაჯარიმდება (ან ჯარიმდება და ან არა) ხოლო საგზაო ბორდიულს თუ დაარტყამს 250 ლარი უნდა გადაიხადოს
2. საქართველოში ჯარიმა ცხოველის მკველობაზე, უდიიერად მოპყრობაზე ან წამებაზე 100-დან 500 ლარამდეა შეფასებული ხოლო ღამით, 10 საათის შემდეგ გასვლა 2000 ლარად. სიმართლე ისაა, რომ ეს ჯარიმებიც ცხოველებთან დაკავშირებით მხოლოდ სოციალურ ქსელში წერია. როდესაც შსს-ს ამის თაობაზე მივწერე, მიპასუხეს, რომ დამნაშავე ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-400 საათამდე ან შინაპატიმრობით და ჯარიმით, როდესაც ვიკითხე ჯარიმის საფასური, მათ ამაზე პასუხი საერთოდ არ ჰქონიათ.
აი რაშია ჩვენი პრობლემა.
მაგალითად: ესპანეთში ცხოველზე უდიერად მოპყრობის შემთხვევაში დამნაშავის ფულადი ჯარიმა 6000-დან 100 000 ევრომდე მერყეობს. ხოლო უმნიშვნელო დანაშაულის შემთხვევაში - 600 ევროა. იტალიაში -თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე და ფულადი ჯარიმა 50 000-დან 160 000 ევრომდე. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბევრ ქვეყანაში უპატრონოდ ცხოველს ვერ ნახავთ. ჰოლანდია, ახლანდელი ნიდერლანდები საქართველოსთან შედარებით ძალიან დიდი ქვეყანაა, მაგრამ მათ შეძლეს ის, რომ ყველა ქუჩის ფისო თუ ცუგა დააბინავეს. იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უპატრონო ცხოველების პრობლემა საბოლოოდ მოაგვარა და ეს ყველაფერი ხელისუფლებამ მათი განადგურების გარეშე შეძლო. ისინი მკაცრად სჯიდნენ ხალხს, რომლებიც ცხოველს მიატოვებდნენ ქუჩაში უპატრონოდ, ამისათის სასჯელი 100 000 ევროს აღწევს. იქ მიმდინარეობს დროული სტერილიზაციის და თვითშეგნების ასამაღლებელი კამპანიები, ეს კი ჩვენს ქვეყანაში არ აინტერესებთ. ძვირად ღირებული ლეკვების ყიდვის დროს მყიდველისათვის დაწესებულია სახელმწიფო გადასახადიც. ისინი აფინანსებენ თავშესაფრებს და უბრალო შემფარებლებსაც კი. სწორედ ამ პრინციპით შეძლო ქვეყანამ თავიდან აეცილებინა მიუსაფარი ცხოველების გამრავლება. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ქვეყანამ გაიზიარა ნიდერლანდების გამოცდილება.
3. საქართველოში ვითომ მონიტორინგზე საკმაოდ ბევრი ფული იხარჯება, მაგრამ ტესტებს არ აკეთებენ სხვადასხვა ვირუსებზე და რამდენად გადაიტანს ქუჩის ფისო ან ცუგა ამა თუ იმ ოპერაციას არც ეს აინტერესებთ, რესურსები არ აქვთ, როგორც თქვეს და ვიღაცეები, ვის სახელსაც არ ვახსენებ და მსგავსი გულგრილი ექიმების გამო მიკვდება მიკედლებული ფისო, ეს კი მათთვის ჩვეულებრვი მოვლენაა. ასევე მომიკლეს ფისო, რომელიც სტერილიზაციაზე მივიყვანე. მეორე კი ყბაგასიებული მოჰყავთ, რომელსაც დუჟი გადმოსდის პირიდან, რა მოვლა-პატრონობაზეა ლაპარაკი. სრულიად დასტრესილი ფისოები მომიყვანეს, არ ვიცი რა მდგომარეობაა შიგნით მაგრამ ვიცი რა ხდება ერთი შეხედვით.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ქუჩაში ვხვდები ძალიან ბევრ, საშინელ ადამიანს, რომლებსაც მაგალითად დაყავთ ძაღლები, თუმცა ქუჩის ძაღლს წიხლს ურტყამენ, ან, ძაღლი რომელიც თავისთვის დგას ჩანთას ურტყამენ… ჩვენ კარგად ვიცით, რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ არ დაბადებულა, ისწავლოს, იმუშაოს, ჭამოს და შვილები გაზარდოს, ადამიანის მოვალეობაა ისიც, რომ ცხოველებზე იზრუნოს, რადგან მას არ აქვს ის შესაძლებლობები რაც შენ, არიან უმწეოები, ისინი არიან დამოკიდებულნი შენზე, მას შენი იმედი აქვს, მას შენ ეყვარები ყველანაირი, ადამიანებს რაც კარგად გამოსდით ზურგის შექცევაა, ცხოველი კი არასდროს შეგაქცევს ზურგს, აი, ეს ყველაფერი მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე გაცნობიერებული აქვთ, ეს მიგვანიშნებს მათ მაღალ დონეზე. მაგრამ ვის რა პასუხი უნდა მოსთხოვო?!
თუმცა პარლამენტში მსხდომ ბევრ ადამიანს ჰყავს ცხოველი, მაგრამ არავინ ფიქრობს, როდესაც ზამთარში თავის ცხოველს ეხუტება, როგორაა ქუჩაში სხვა ცხოველს ხომ არ სცივა? ახალწელს, შობას, ფეიერვერკის დროს ხომ არ შეეშინდებათ?! ზაფხულში-როგორ არიან, ან სიცხეში ხომ არ სწყურიათ? წვიმის დროს ხომ არ სველდებიან? ნებისმიერი სეზონის დროს კი ხომ არ შიათ? მე არ მესმის ცხოველისადმი სიყვარული მხოლოდ სახლში მყოფი თქვენივე ცხოველშია?! არ მესმის!
ბოლოს ვიტყვი იმას, რომ მთავრობამ უნდა გაითავისოს: რომ სანამ წყალი სათავეში ამღვრეულია, იგივე ამღვრეული წყალი წამოვა მოსახლეობაშიც. უნდა დაფინანსდეს შემფარებელი, რომელსაც ძალიან ბევრი ფისო ან ცუგა ჰყავს და რაც მთავარია თავშესაფრები. რადგან თავისი რესურსებით ამ პრობლემებს ბოლომდე ვერ უმკლავდებიან. უნდა კარგად გადამოწმდეს რა ვითარებაა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, როგორ უკეთებენ ცხოველებს სტერილიზაციას და როგორ აბრუნებენ ცხოველებს წაყვანის ადგილზე. ნახევრად ჭრილობა შეხორცებულ ცხოველებს ბახტრიონიდან ისანში, დოლიძიდან ვარკეთილში, ვაკიდან დიღომში და ა.შ. კონკრეტულ ადგილზე მიჩვეულ ცხოველს საიდან სად სვამენ. დაფინანსდეს წამოყვანა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არაადამიანებისგან მიტოვებული განადგურებული, მშიერი, ჩამომხმარი ცხოველების და კერძო თავშესაფრებში მიყვანა და დაფინანსება მოხდეს. მე თუ მკითხავთ, სულაც უნდა დაიხუროს მუნიციპალური თავშესაფარი და კერძო თავშესაფრებს ისეთი დაფინანსება ჰქონდეთ, რომ უპატრონო ცხოველების პრობლემები მოგვარდეს. თუ თვქენც ჩემსავით შეგტკივათ გული ასეთ ცხოველებზე და გინდათ დაგვეხმაროთ, თანხა ჩარიცხეთ შემდეგ ანგარიშებზე: თავშესაფრებისა და შემფარებლის პირადი ანგარიშები:

თამაზ ელიზბარაშვილი: GE83BG0000000574178400
გოჩა ნეფარიძე (მამა სებასტიანი):GE80BG0000000178129200GEL ქეთევან მეგრელიშვილი: GE81BG0000000758217700
სტატიის ავტორი: ბარბარე მარქარაშვილი

1
68
2-ს მოსწონს
ავტორი:ბარბარე მარქარაშვილი
ბარბარე მარქარაშვილი
68
  
2020, 3 დეკემბერი, 2:56
ძალიან მაგარია ყოჩაღ ❤️
0 1 1