x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ის, რაც უნდა იცოდეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს ფრჩხილზე ლაქის წასმიდან 10 საათში

image


ბევრი ფიქრობს რომ ლაქის რეგულარული გამოყენება ფრჩხილებისთვის საზიანოა, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ხელს ფრჩხილის ზედაპირის გაყვითლებასა და დასუსტებას უწყობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ლაქი ზიანს არა მხოლოდ ფრჩხილებს, არამედ ჩვენს ორგანიზმსაც აყენებს.image

დღევანდელ პოსტში მოგიყვებით თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორი პროდუქტი, რათა არასასურველი შედეგი თავიდან აიცილოთ. საშიშროებას სწორედ ზოგიერთი ის ტოქსიკური ნივთიერება წარმოადგენს, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს და რომელმაც შესაძლოა თქვენს ორგანიზმზე დამღუპველი გავლენა იქონიოს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სამ ტოქსიკურ კომპონენტს.


image


1. ტოლუოლი - წარმოადგენს გამხსნელს, რომლის წყალობითაც ლაქი ფრჩხილზე სიგლუვესა და პიგმენტს ინარჩუნებს, თუმცა ამავე დროს ეს ნივთიერება უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევს თავის ტკივილს, გულისრევასა და სისუსტეს.


image


2. ფორმალდეჰიდი - ლაქის დიდი ხნით შენახვას უზრუნველყოფს. ალერგიულ პირებში მან შეიძლება არა მხოლოდ დერმატიტი და ქიმიური დამწვრობა, არამედ უფრო სერიოზული და სავალალო შედეგებიც კი გამოიწვიოს, მაგალითად, გულის რიტმის დარღვევა, კრუნჩხვები და კიბო.


image


3. რაც შეეხება დიბუტილ ფტალატს - ის, ლაქის სასიამოვნო სურნელს უზრუნველყოფს, რომელსაც წინა ორი ნივთიერების მსგავსად შეუძლია ენდოკრინული დარღვევების, გინეკოლოგიური და რესპირატორული დაავადებების გამოწვევა.


image


მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 24 ქალმა მიიღო. თითოეულმა მათგანმა ფრჩხილები ერთი და იგივე ლაქით შეიღება, 6 საათის შემდეგ კი მათ ტრიფენილფოსფატის დონის მკვეთრი მატება აღენიშნათ - ეს გახლავთ ნივთიერება, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება, ხოლო ლაქის წასმიდან 10 საათში ზემოაღნიშნული ნივთიერების დონემ ყველა მონაწილის ორგანიზმში ნორმას 7-ჯერ გადააჭარბა.


image


ასეთი საშინელი შედეგების თავიდან ასაცილებლად გასწავლით თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად უსაფრთხო ლაქი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არანაირ ზიანს არ მოუტანს. ზოგიერთ მათგანს ზედ სპეციალური ნიშანი აქვს:



image


"5-Free"- ნიშანი მიუთითებს რომ ლაქი არ შეიცავს ფორმალდეჰიდს (formaldehyde), ასევე მის ფისის დერივატებს (formaldehyde resins) ტოლუოლს (toluene), დიბუტილ ფტალატებს (dibutyl phthalates) და კამფორს (camphor).


image


"3-Free" კი - მიუთითებს რომ ლაქში მხოლოდ 3 კომპონენტია: formaldehyde, dibutyl phthalate და toluene.










0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
43