x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მამაკაცი ჩრდილოეთ კორეიდან სამ მეტრიან ღობეს გადაახტა და სამხრეთ კორეაში გაიქცა
image

ჩრდილოეთ კორეელმა მამაკაცმა მოახერხა სამი მეტრიან ღობეზე გადახტომა და სამხრეთ კორეაში გაიქცა, ამის შესახებ იტყობინება სამხრეთ კორეული მედია.


მაინც როგორ მოახერხა მამაკაცმა ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დაცულ ტერიტორიიდან გაქცევა?

ინციდენტი ნოემბრის დასაწყისში მოხდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. მამაკაცი ირწმუნება, რომ წარსულში ტანმოვარჯიშე იყო.



ახალი ამბების სააგენტო რიონჰაპის და კორეული გაზეთ Herald- ის ცნობით, მამაკაცმა 3 ნოემბერს გადაკვეთა ორი ქვეყნის დემილიტარიზებული ზონა, სამხრეთ კორეის სამხედროებმა მხოლოდ 14 საათის შემდეგ დააკავეს იგი, საზღვრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით.


სამხრეთ კორეის ხელისუფლება ამოწმებს მისი გაქცევის მოტივების ნამდვილობას. კერძოდ, მათ სთხოვეს, რომ ისევ ორჯერ გადამხტარიყო მაღალ ღობეზე, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ მისი სიტყვები სიმართლეს შეესაბამება.


თუ მან მართლაც გაქცევისთვის ეს ხერხი გამოიყენა, მართლაც გასაკვირია, რადგან როგორ მოახერხა მან ჩრდილოეთ კორეის სამხედროებისგან შეუმჩნეველად იმ ტერიტორიის გავლა და რაოგორ დაუძვრა დემილიტარიზებულ ზონაში ჩადებულ მრავალრიცხოვან ნაღმს? აღსანიშნავია ისიც, რომ ღობეზე გადმოსვლის დროს სენსორები არ მუშაობდნენ.


მედიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები, მიიჩნევენ, რომ ასეთი გაქცევა, პრინციპში, შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცი წარსულში ტანმოვარჯიშე იყო და თანაც საკმაოდ მსუბუქი წონის.

რეჟიმს გამოქცეულის არც სახელი და არც ასაკი ხმაურდება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცია.

0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0