x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის მოტივაცია მნიშვნელოვანი და რა არის საჭირო მოტივირებისთვის
image


ადამიანებს აქვთ ოცნებები და მიზნები, რომლის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მოტივაცია.


მოტივაცია მნიშვნელოვანია, რადგან იგი გაძლევთ შესაძლებლობას დაისახოთ მიზნები და ისწრაფვოდეთ მისი შესრულებისკენ, მარტივად გაუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, გაიზარდოთ შემოქმედებითად, ნეგატიური მხარე აქციოთ პოზიტიურად ან სხვა მხრიდან დაინახოთ ის, იყოთ ჩართული აქტიურად სხვადასხვა მიმართულებებში თქვენი განვითარებისთვის.


მოტივაცია არის სასიცოცხლო რესურსი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ სწრაფად მოახდინოთ ადაპტირება, მარტივად მიიღოთ სიახლეები და გახდეთ უფრო პროდუქტიული.მისი მეშვეობით თქვენი სურვილები და ოცნებები შესაძლებელია მოქმედებაში მოიყვანოთ, მის გარეშე კი შეუძლებელია რამე მნიშვნელოვანის მიღწევა, ის ცხოვრებისეული საჭირო უნარია, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ.


მინდა რამოდენიმე წარმატებული ადამიანი გამოვყო, რომელთაც წარმატებას მოტივაცია თან სდევდა.ისინი, რომ მოტივირებულები არ ყოფილიყვნენ, დღეს მათი სახელები ვერც ვერაფერს გვეტყოდა, მაგ:


  • სტივ ჯობსი, რომ არ ყოფილიყო მოტივირებული, მიუხედავად მისი ბევრი მარცხისა, დღეს ვერ ვისარგებლებდით Apples სხვადასხვა შემოთავაზებებით, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი განაცხადია ციფრული სამყაროს ინდუსტრიაში.
  • თომას ედისონი, რომ არ ყოფილიყო მოტივირებული, დღეს არ გვექნებოდა ტელეგრაფი და კინეტოსკოპი.
  • ჰენრი ფორდი, რომ არ ყოფილიყო მოტივირებული 45 წლის ასაკში, ვერ შექმნიდა Ford-ის მარკის ავტომობილს.
  • ჯოან როულინგი, რომ დეპრესიას და გაუბედურებულ ცხოვრებას დამორჩილებოდა და მოტივირებული არ გაეხადა საკუთარი თავი, ვერ გამოსცემდა ისეთ მსოფლიო დონის ბესტსელერს როგორიც არის „ჰარი პოტერი“.
სწორედ მოტივაცია არის ის შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია.


რა შეიძლება იყოს მოტივაციის უპირატესობები?


  • როდესაც მოტივირებული ხართ გსურთ შეცვალოთ სამყარო, თქვენს ირგვლივ ყველაფერი გაახალისოთ, მოტივაცია გიბიძგებთ თქვენი ოცნებები რეალობად გადააქციოთ, განიცადოთ ცვლილებები, ის დაგეხმარებათ თქვენი მიზნების დასახვაში, თუ კონკრეტულად რაზე უნდა იყოთ ორიენტირებული.
  • მას შემდეგ რაც გაარკვევთ რა არის თქვენი მიზანი, მოტივაცია დაგეხმარებათ პრიორიტეტებად დაყოთ თქვენი მიზნები და ეტაპობრივად მოახდინოთ თქვენი მიზნების შესრულება, მისი მეშვეობით შეძლებთ მიზანზე ფოკუსირებას.
  • მოტივაცია გიბიძგებთ გამბედაობისკენ, რადგან სწორედ გამბედაობა არის ის ნაბიჯი, რომელსაც თქვენთვის შეუძლია წარმატების მოტანა, ის არ მოგცემთ დანებების საშუალებას, ნებისმიერი დაცემის მიუხედავად მისი მეშვეობით შეძლებთ დაიწყოთ თავიდან და მიაღწიოთ დასახულს, რადგან დანებება არის სისუსტე და სწორედ მოტივაციაა ის რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ ამ სისუსტეს ებრძოლოთ.
  • როდესაც მოტივირებული ხართ თქვენ საკუთარი თავის ნდობა გაგაჩნიათ და ხართ თავდაჯერებული ადამიანი და თვითშეფასება კი წარმატებისკენ მიმავალი გზისთვის ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯია.

მოტივაციისთვის აუცილებელია:

  • თქვენი პროგრესები დაინახოთ, რომელიც დიდი მოტივატორია და ამასთან ერთად გეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში;
  • დაისახოთ ახალი მიზნები, იფიქროთ იმაზე თუ რისი მიღწევა გსურთ, ჩამოწეროთ თქვენი გეგმები, თქვენზეა დამოკიდებული ეს იქნება წლიური გეგმა თუ ყოველდღიური;
  • ეცადოთ თქვენი გარემოცვა შედგებოდეს პოზიტიური ადამიანებისგან, რადგან ემოციები გადამდებია და თუ თქვენ მსგავსი სახის საზოგადოებაში დიდ დროს გაატარებთ ეს თქვენზე მოახდენს დადებით გავლენას და დაგეხმარებათ მოტივირების ამაღლებაში.

და ბოლოს გახსოვდეთ, თქვენი თავის მთავარი მოტივატორი ხართ ისევ და ისევ თქვენ, რადგან თქვენზე უკეთ არავინ იცის რა გაბედნიერებთ და რამ შეიძლება შეგიქმნათ პოზიტიური განწყობა.


თუ გინდათ, რომ თქვენი მიზნები სისრულეში მოიყვანოთ ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა იყოთ მოტივირებულები, რა თქმა უნდა, თვითმოტივაცია არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია თქვენი წარმატებისთვის.


შეიქმენით მოტივაცია და თქვენ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ თქვენი მოტივაცია, არა მხოლოდ თქვენ გეხმარებათ სწორად დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, არამედ გარშემომყოფებისთვის თქვენ გახდებით მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მოტივაციას შეცვალოს ადამიანების ყოველდღიურობა.



4
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ლელა ყურაშვილი
ლელა ყურაშვილი
90
  
2020, 25 ნოემბერი, 14:32
ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი,რომ არა მოტივირება,მე დღეს ის ვერ ვიქნებოდი ვინც ვარ,ყველანაირად ვცდილობ ჩემი ყოველი დღე იყოს მოტივირებული.ძალიან სწორად აქვს ავტორს ჩამოყალიბებული აზრი.
2020, 24 ნოემბერი, 16:23
ვეთანხმები ავტორს,მოტივაციის გარეშე შეუძლებელია ზოგადად რამის მიღწევა,მადლობა საინტერესო სტატიისთვის.
2020, 24 ნოემბერი, 16:12
ძალიან საჭირო და საინტერესო სტატიაა.
0 1 4