x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად მცირენი არიან ატომები?
რამდენად მცირენი არიან ატომები?


თითოეული ადამიანის მთელი ორგანიზმის წონის 96% შედგება 4 ელემენტისგან, ესენია: ჟანგბადი (65%), ნახშირბადი (18.5%), წყალბადი (9.5%) და აზოტი (3.3%).


1) O (ჟანგბადი; Oxygen) - 1 გრამი ჟანგბადი შედგება 37.5 სექსტილიონი ატომისგან.

2) C (ნახშირბადი; Carbon) - 1 გრამი ნახშირბადი შედგება 50 სექსტილიონი ატომისგან.


3) H (წყალბადი; Hydrogen) - 1 გრამი წყალბადი შედგება 595 სექსტილიონი ატომისგან.

4) N (აზოტი; Nitrogen) - 1 გრამი აზოტი შედგება 42 სექსტილიონი ატომისგან.


1 სექსტილიონი = ტრილიონჯერ მილიარდი = 1 ტრილიონი გამრავლებული 1 მილიარდზე = 10^21 (10 ხარისხად 21, ე.ი. 1-იანი 21 ნულით).


ადამიანის თითოეული თმის ღერის სისქე დაახლოეით უდრის ნახშირბადის 500, 000 ერთმანეთის მიჯრით ჩამწკრივებულ ატომს. თუ შეხედავთ თქვენს მუშტს, უნდა იცოდეთ, რომ ის ტრილიონობით ტრილიონი და სექსტიოლიონობით სექსტილიონი ატომისგან შედგება. თითოეული ამ ატომის ზომა რომ იყოს 1 სანტიმეტრი, მაშინ თქვენი მუშტის ზომა მიაღწევდა პლანეტა დედამიწის ზომას.

რისგან შედგებიან ატომები? თითოეული ატომი შედგება 3 სახის ელემენტარული ნაწილაკისგან: ნეიტრონი, პროტონი და ელექტრონი. ნეიტრონები და პროტონები ერთმანეთს ებმიან ე.წ. "ძლიერი ურთიერთქმედების" წყალობით და ქმნიან ატომბირთვს. "ძლიერი ურთიერთქმედება" ერთ-ერთია სამყაროში არსებულ 4 ფუნდამენტურ ძალას შორის, დანარჩენი სამი ძალა არის: სუსტი ურთიერთქმედება, გრავიტაცია და ელექტრომაგნეტიზმი.

პროტონებიც და ნეიტრონებიც შედგებიან უფრო მცირე ნაწილაკებისგან - კვარკებისგან. ეს კვარკები ერთმანეთთან გადაბმულნი არიან კიდევ სხვა სახის ნაწილაკებით - გლუონებით და ამგვარად წარმოქმნიან პროტონს ან ნეიტრონს. შესაძლოა კვარკები და ელექტრონები მატერიის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილაკები არიან თავისი უმცირესი ზომების გამო.

ამგვარად აგებული ატომბირთვის გარშემო მოძრაობენ ელექტრონები წამში 2200 კილომეტრის სიჩქარით. 2200 კმ/წმ ის სიჩქარეა, რომლით მოძრაობის შემთხვევაში ნებისმიერი ობიექტი დედამიწას ერთხელ შემოუვლის 18 წამში.

თითოეული ატომის 99, 999999999999% არის ცარიელი სივრცე. თუმცა ეს სივრცე მთლად ცარიელიც არ არის. ის, რასაც ჩვენ "სიცარიელედ" მოვიხსენიებთ, სინამდვილეში სავსეა კვანტური ფლუქტუაციებით - ველით, რომელსაც აქვს პოტენციური ენერგია და სპონტანურად იქმნება და იშლება. აღნიშნული ფლუქტუაციები ფუნდამენტურად ზემოქმედებენ ატომის შემადგენელი სხვადასხვა ნაწილაკის ურთიერთქმედებაზე.

რა სივრცეს იკავებს ატომში ბირთვი და ელექტრონები? თუ ჩვენ გამოვიღებთ ატომიდან მთელ სიცარიელეს, მაშინ ცათამბჯენ "Empire state building"-ის ზომა შემცირდება ბრინჯის მარცვლამდე. მთელი კაცობრიობის ყველა ადამიანის (დაახლოებით 7.5 მილიარდი ადამიანის) შემადგენელი ატომები კი მოთავსდებოდა მხოლოდ ჩაის კოვზზე. სამყაროში არსებობს ექსტრემალური ობიექტები, რომლებიც ამ ძალიან უცნაურ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებობენ, ასეთია მაგალითად ნეიტრონული ვარსკვლავები. მათში ატომები იმდენად მჭიდროდ არის განლაგებულნი, რომ სამი მზის მასის სხეული მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დიამეტრის მქონე სხეულამდეა შეკუმშული.

ჩვენ შეგვიძლია დიდი ალბათობით გამოვთვალოთ თუ სად შეიძლება იყოს ატომბირთვის გარშემო მბრუნავი ელექტრონი ან ელექტრონები დროის ნებისმიერ მომენტში. ამ ალბათობის ღრუბლებს ორბიტალებს ეძახიან. ეს არის ადგილები, სადაც ელექტრონები შეიძლება იყვნენ 95%-იანი ალბათობით. რაც უფრო ვშორდებით ატომბირთვს, ელექტრონის იქ არსებობის ალბათობაც ნულს უახლოვდება, მაგრამ სინამდვილეში არასდროსაა ნული, რაც ნიშნავს, რომ თეორიულად, ნებისმიერი ატომის ელექტრონი შეიძლება სამყაროს უშორეს მანძილებზეც კი იყოს განთავსებული - კონკრეტული ატომიდან მილიონობით სინათლის წლის მოშორებითაც კი.

აი, ამ უცნაური რამეებისგან - ატომებისგან შედგება ჩვენი სამყაროს ნებისმიერი მატერიალური საგანი, ვარსკვლავებიდან დაწყებული, ადამიანებით და ჰაერით დამთავრებული. ამ ატომებისგან შედგება ათეულობით ქიმიური ელემენტი და ამავე დროს ყველა ატომს ფუნდამენტურად ერთნაირი შედგენილობა გააჩნია, მაგალითად თითოეული ატომი შედგება სამი სახის ნაწილაკისგან: ელექტრონებისგან, ნეიტრონებისგან და პროტონებისგან. განსხვავება მხოლოდ მათ რაოდენობაშია - თუ ავიღებთ ერთ პროტონს და ერთ ელექტრონს - მივიღებთ წყალბადს. თუ ამას დავამატებთ კიდევ ერთ პროტონს და ერთ ნეიტრონს, ჩვენ გვექნება ჰელიუმი. დავამატებთ კიდევ ცოტას და მივიღებთ ნახშირბადს, კიდევ ცოტას და - ფტორს, უფრო მეტზე - ოქროს და ასე შემდეგ. ყველა ელემენტის ატომები ზუსტად იდენტურია, ერთნაირია, მაგალითად სამყაროში არსებული წყალბადის ყველა ატომი ზუსტად ერთნაირია - წყალბადი თქვენს სხეულში იდენტურია მზის შემადგენლობაში მყოფი წყალბადისა.





სამედიცინო სტატიები:


1. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

2. ზეფირის ტესტი

3. რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი?

4. აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?

5. რეი კურცვეილი - ადამიანები ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლებენ

6. ცნობიერება

7. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები

8. დიენცეფალონი

9. ნათხემი

10. მეზენცეფალონი

11. ვაროლის ხიდი

12. მოგრძო ტვინი

13. რამდენ ნეირონს შეიცავს სხვადასხვა ცხოველის ტვინი?

14. ადამიანის თავის ტვინის შემადგენელი ნაწილები

15. ევგენიკა და გენური მანიპულაცია

16. სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

17. რა ხდება ადამიანის ტვინში ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ?

18. თავის ტვინის ღმრა სტრუქტურები

19. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?

20. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

21. ადამიანის ქრომოსომა

22. ერითროციტები

23. ლეიკოციტები

24. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანი საშუალოდ?

25. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხა წონის ადამიანი?

26. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?

27. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების 1 გრამი?

28. ნევროლოგიური დაავადებები



სხვა სამეცნიერო და ისტორიული სტატიები


1. მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

2. ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის ავტორი

3. კიბორჩხალების სათლის თეორია

4. გალაქტიკების ტიპები მორგანის და ჰაბლის სქემების მიხედვით

5. გალაქტიკების ტიპები

6. რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?

7. რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?

8. კოლხეთი

9. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე

10. პლანეტების ტიპები

11. როგორ გამოიყურებოდნენ ეგვიპტის ფარაონები

12. ჭიანჭველები

13. როგორ გამოიყურებოდნენ ესესელები

14. ჰოლოდომორი

15. ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ

16. ტროა

17. შუმერი

18. "დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო" - ქართველი ერი

19. ზვიად გამსახურდია ქართველური ენების შესახებ

20. ქალდეველები

21. შამაში

22. ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია

23. ხეთები

24. საქართველოსთვის მგლოვიარე კასტელის სიტყვები

25. ჰალიძონები - კოლხური ტომი

26. ამადეო მოდილინის მიერ დახატული ქართველი ქალი

27. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მიერ

28. ინდოეთში აღმოჩინეს საბადო, რომელიც 3 ათას ტონა ოქროს შეიცავს

29. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ

30. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ

31. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები სერგო ქობულაძის მიერ

32. ფაიუმის პორტრეტები

33. მაქს ტილკე და მის მიერ შექმნილი კავკასიელ ხალხთა ნახატები

34. ბაქტერიები

35. არქეები

36. ევკარიოტები

37. ჟან ბატისტ ტავერნიე მეგრელების შესახებ

38. ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები

39. როგორ გამოიყურებოდნენ კავკასიელები მე-19 საუკუნეში - გრიგორი გაგარინი

40. ბრუნო ვეფხვაძე - გამორჩეული ქართველი მხატვარი

41. ბრუნო ვეფხვაზე - ნაწილი მეორე

42. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მესამე

43. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მეოთხე

44. უმარტივესები

45. ლორწოვანი ობები

46. სოკოები

47. მცენარეები

48. ცხოველების სამეფო

49. თანამედროვე დომენების სისტემა - ცოცხალი სამყაროს ტაქსონომია

50. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები

51. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ავთენტური ვიდეო - მაია ჯაბუა

52. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი მურმან გვენეტაძე

53. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე

54. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი ზურაბ კოკაია

55. ეპიდემიები მსოფლიო ისტორიაში და მათი მსხვერპლი

56. 1500-დან 2000-მდე დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო

57. ბეჭდების მბრძანებელი - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა

58. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოსახულება სვეტიცხოველში

59. როდის და ვისგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი?

60. ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები

61. საღვთო რომის იმპერიის 1800 ნახევრად-დამოუკიდებელი სახელმწიფო

62. დიდი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამერიკაში ხალხი 30, 000 წლის წინ დასახლდა

63. ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მიაჩნდათ

64. ჰომო საპიენსები ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა

65. ჰომო საპიენსები ჩინეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა

66. ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე

67. თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ზვიად გამსახურდიას სკანდალური ლექსი მიუძღვნა

68. რომელი უფრო ადრე წარმოიშვა - ვირუსები თუ უჯრედები?

69. ახალი ქართული წარმართობა და მისი საფუძვლები

70. სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი

71. რევაზ ჩოლოყაშვილი - დიდი ქართველი გმირი

72. ისრაელის პრემიერ-მინისტრის რჩევა ერებისთვის, რომლებსაც უძლიერესი სახელმწიფოს აშენება უნდათ

73. ჰაპლოჯგუფები

74. რა არის მოლი?

75. რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში?

76. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

77. ისლამური ტერორიზმი

78. კავკასოიდური რასის ანთროპოლოგიური ტიპები

79. სხვადასხვა არქიტექტურული სტილი

80. ევროპა პალეოლითის ხანაში

81. აფრიკა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში

82. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, იაპონია და ახალი გვინეა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში

83. აზია პალეოლითის და მეზოლითის ხანაში

84. ახლო აღმოსავლეთი პალეოლითის და მეზოლითის ხანაში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
189
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
189
  
2022, 24 ნოემბერი, 18:39
ამ სამყაროში ყველაფერი ექვემდებარება ოთხ ფუნდამენტურ შეუქცევად ძალას:
1. გრავიტაცია გვაჩერებს ჩვენი სკამებზე და სავარძლებზე და ინარჩუნებს დედამიწის ორბიტას მზის გარშემო.
2. ელექტრო-მაგნიტიზმი - პასუხისმგებელია ელექტრულ იმპულსებზე, რომლებიც ნაპერწკალს წარმოქმნიან ჩვენს სხეულში, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი გულისცემა და ნეირონების ფუნქციონირება.
3. თვით ატომებამდე რომ დავიდეთ, ძლიერი ბირთვული ძალა იკავებს ნაწილაკებს ყველა ატომურ ბირთვში და აკავებს მათ მყარად, მიუხედავად მათი მსგავსი მუხტების მოგერიებისა. ამ ძალის გარეშე ჩვენს სხეულში, ჩვენს ოთახში ან მთელ სამყაროში ვერც ერთი ატომი ვერ იარსებებდა. ისინი უბრალოდ დაიშლებოდნენ და მათი ნაწილაკები გაიფანტებოდნენ ერთმანეთთან დაუკავშირებელი კვარკების ღრუბლად.
4. და მაინც, რამდენიმე ათას ატომში ჩვენი სხეულის შიგნით, სუსტი ბირთვული ძალა განაპირობებს მცირე ელემენტარულ განადგურებას. მეოთხე ფუნდამენტური ძალა არის რადიოაქტიური დაშლის აგენტი, რომელიც "ხედავს" ისეთ ატომბირთვებს, როგორიცაა კალიუმ 40 ჩვენს უჯრედებში, შლის მათ და გარდაქმნის (კალიუმი-40 და ნახშირბად-14 ჩვენს ორგანიზმში ხვდება საკვებისა და წყლის მეშვეობით. ეს რადიონუკლიდები ლაგდებიან ადამიანის ქსოვილებსა და ძვლებში, სადაც ისინი იშლებიან და გამოყოფენ ენერგიას და რადიაციას).
ოთხი ფუნდამენტური ძალის მოქმედება: გრავიტაცია, ელექტრომაგნიტიზმი და ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები საკმარისია სამყაროს თითქმის ყველა ფენომენის აღსაწერად.
2022, 24 ნოემბერი, 18:39
Everything in this universe is subject to four fundamental irreducible forces:
1. Gravity keeps us pinned to the seat of our chairs and keeps the orbit around the Sun.
2. Electro-Magnetism - is responsible for the electrical impulses that spark through our body to keep our heart beating and our neurons firing.
3. Shrinking down further to the atoms themselves the strong nuclear force grips the particles together in every atomic nucleus, holding them fast despite the repulsion of their like charges. Without this force not a single atom in our body, our room, or the entire universe could exist. They would simply fly apart in a cloud of unconnected quarks.
4. And yet, in a few thousand atoms inside our body, the weak nuclear force is driving such elemental destruction. the fourth fundamental force is the agent of radioactive decay, which sees atomic nuclei like potassium 40 inside our cells cracked open and transformed together (40-potassium and 14-carbon are ingested via food and water in our bodies. These radionuclides settle in human tissues and bones where they will disintegrate and release energy and radiation..
the actions of the four fundamental forces: Gravity, Electromagnetism and the strong and weak nuclear forces are enough to describe almost every single phenomenon in the universe.
2021, 13 მაისი, 4:26
ატომები არ ბერდება. ატომები რადიოაქტიურად იშლება, როდესაც არსებობს დაბალი ენერგიის ბირთვული კონფიგურაცია, რომლის გადალახვასაც შეძლებენ. ინდივიდუალური ატომის ფაქტობრივი დაშლის შემთხვევა ხდება შემთხვევით და არ არის ატომის დაბერების ან დროთა განმავლობაში მისი ცვალებადობის შედეგი. ვინაიდან ატომს აქვს პროტონისა და ნეიტრონის სასრული რაოდენობა, ის ზოგადად გამოყოფს ნაწილაკებს მანამ, სანამ არ მიიღებს წერტილს, სადაც მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი იმდენად გრძელია, რომ ის ფაქტობრივად სტაბილურად ითვლება. სტაბილური ატომები არ იშლება. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, არის თუ არა კონკრეტული იზოტოპი სტაბილური თუ უბრალოდ ძალიან გრძელია მისი დაშლის დრო. მაგალითად ბისმუტ-209 ითვლებოდა სტაბილურად, მაგრამ ასეთი არ გამოდგა. ატომების უმეტესობა სტაბილურია, მაგრამ ზოგიერთ ატომს ბირთვში ძალიან ბევრი ნეიტრონი აქვს, რაც მათ არასტაბილურს ხდის.
რამდენი ატომია ადამიანის თითო უჯრედში? პასუხია საშუალოდ, უხეში დათვლით 100 ტრილიონი ატომი. ზუსტად თქმა რთულია, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმის უჯრედები სხვადასხვა ზომისაა. ამგვარად, მეცნიერთა შეფასებით, საშუალო უჯრედი შეიცავს 100 ტრილიონ ატომს. ატომების რაოდენობა თითო უჯრედზე დაახლოებით იგივეა, რაც ადამიანის ორგანიზმში უჯრედების რაოდენობა.
2021, 13 მაისი, 4:26
Atoms don't age. Atoms radioactively decay when a lower-energy nuclear configuration exists to which they can transition. The actual decay event of an individual atom happens randomly and is not the result of the atom getting old or changing through time. Since an atom has a finite number of protons and neutrons, it will generally emit particles until it gets to a point where its half-life is so long, it is effectively stable. Stable atoms do not decay. The only problem is that it is very difficult to tell whether a particular isotope is stable or just extremely long at decaying. Bismuth-209 used to be thought of as stable. Most atoms are stable, but some atoms have too many neutrons in the nucleus, which makes them unstable.
how many atoms are in the human cell? answer is 100 trillion atoms. The number of atoms per human cell is only a rough estimate because cells come in different sizes. Scientists estimate the average cell contains 100 trillion atoms. The number of atoms per cell is about the same as the number of cells in the body.
2020, 31 ოქტომბერი, 2:12
96% of the total body weight of each person consists of 4 elements, namely: oxygen (65%), carbon (18.5%), hydrogen (9.5%) and nitrogen (3.3%).

1) O (Oxygen) - 1 gram of oxygen consists of 37.5 sextillion atoms.
2) C (Carbon) - 1 gram of carbon consists of 50 sextillion atoms.
3) H (Hydrogen) - 1 gram of hydrogen consists of 595 sextillion atoms.
4) N ​​(Nitrogen) - 1 gram of nitrogen consists of 42 sextillion atoms.

1 sextillion = trillion times billion = 10^21 (1 with 21 zeros).

The thickness of each strand of human hair is approximately equal to 500,000 carbon atoms stacked on top of each other. If you look at your fist, you should know that it is made up of trillions upon trillions of atoms. If the size of each of these atoms were 1 cm, then the size of your fist would reach the size of the planet Earth.
What do atoms consist of? Each atom consists of 3 types of elementary particles: neutron, proton and electron. Neutrons and protons collide with each other. Thanks to the "strong interaction" and form the nucleus. "Strong interaction" is one of the 4 fundamental forces in the universe, the other three forces are: weak interaction, gravity and electromagnetism.
Both protons and neutrons are made up of smaller particles - quarks. These quarks are bonded together by other particles called gluons to form a proton or neutron. Quarks and electrons are perhaps the most fundamental particles of matter because of their smallest dimensions.
Electrons move around an atom built in this way at a speed of 2200 kilometers per second. 2200 km / s is the speed at which any object orbits the earth once in 18 seconds.
99, 999999999999% of each atom is an empty space. However, this space is not completely empty. What we call "emptiness" is actually full of quantum fluctuations - a field that has potential energy and is spontaneously created and disintegrated.
2020, 31 ოქტომბერი, 2:12
These fluctuations fundamentally affect the interaction of the various particles that make up an atom.
What space does the nucleus and electrons occupy in the atom? If we remove all the emptiness from the atom, then the size of the skyscraper "Empire state building" will be reduced to a grain of rice. The atoms that make up all of humanity (approximately 7.5 billion people) would be placed on a teaspoon alone. There are extreme objects in the universe that exist in this very strange physical state, such as neutron stars. The atoms in them are so closely spaced that the bodies of three solar masses are compressed to a body only a few kilometers in diameter.
We can most likely calculate where an electron or electrons rotating around an atom can be at any point in time. Clouds of this probability are called orbitals. These are places where electrons can be present with a 95% probability. The farther we go from the atom, the closer the probability of an electron being there to zero, but in reality it is never zero, which means that in theory any electron of an atom could be located even farther away from the universe - even millions of light years away from a particular atom.
Behold, these strange things - atoms - consist of any material object in our universe, from stars to humans and air. These atoms are made up of dozens of chemical elements and at the same time all atoms have fundamentally the same composition, for example each atom is made up of three types of particles: electrons, neutrons and protons. The only difference is in their number - if we take one proton and one electron - we get hydrogen. If we add another proton and one neutron to this, we will have helium. We add a little more and we get carbon, a little more and - fluorine, more - gold and so on. The atoms of all the elements are exactly identical!
0 1 6