საზოგადოება "თავქარიანის" რეალური ცხოვრება, პირადი დეტალები და სტუმრობა საქართველოში - "რეიანი" NBA-ის კალათბურთელზეა შეყვარებული (ფოტოები) 2020, 29 ოქტომბერი, 10:02 თურქული კინოინდუსტრია თანდათან უფრო წარმატებული ხდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით პოპულარული თურქული სერიალებია, რომელმაც წლების წინ ინდუსტრიის ლიდერი ლათინოამერიკული ქვეყნები უკან ჩამოიტოვა. ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს სერიალი Hercai („თავქარიანი“), რომელიც ქართულ ტელეეთერში "შურისმაძიებლის“ სახელით გადის. სერიალმა რეკორდები მოხსნა. ის მსოფლიოს 73 ქვეყანაში გაიყიდა და მილიონობით ფანი ჰყავს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ Hercai-ში მონაწილე მსახიობები მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობით სარგებლობენ და მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ. სერიალში მთავარ როლებს (რეიანი და მირანი) ებრუ შაჰინი და აქინ აქინოზუ ასრულებენ. ებრუს კარიერაში რეიანის როლი გარდამტეხი და ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ის 1994 წლის 18 მაისს, სტამბოლში დაიბადა. სტამბოლის უნივერსიტეტში სპორტის მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა. გარდა იმისა, რომ ებრი ნიჭიერი მსახიობია, ამასთანავე სიმღერის ნიჭიც აქვს. აღსანიშნავია, რომ სერიალ hercai-ს ერთ-ერთ საუნდტრეკად მის მიერ შესრულებული სიმღერა აქვს. მან ცხენით ჯირითი სერიალისთვის ისწავლა. ამბობს, რომ თავიდან ეს რთული საქმე მოეჩვენა, თუმცა ახლა ცხენის ტარება პროფესიონალივით შეუძლია. მსახიობი დედასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ებრუს ცხოვრებაში სპორტს განსაკუთრებული ადგილი აქვს. ის არაერთი სპორტული შეჯიბრის მონაწილეა. დიდ დროს ატარებს სპორტდარბაზში და ამბობს, რომ თუ ისეთ ადგილსაა, სადაც სპორტაზრბაზში მისვლის შესაძლებლობა არ აქვს, თავისით, სახლში ვარჯიშობს. კინოში მისი დებიუტი 2016 წელს, ფილმ Kan Parası-ში შედგა, ხოლო 2017 წელს მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა სერიალში Savaşçı, ასევე მეორეხარისხოვანი როლები აქვს შესრულებული სერიალებში İstanbullu Gelin და Yasak Elma. "თავქარიანში“ შესრულებული რეიანის პერსონაჟი კი მსახიობის პირველი მთავარი როლია... განაგრძეთ კითხვა <<< 375 1-ს მოსწონს
|