x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134378
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
რატომ არ უნდა აალაგოთ საწოლი დილით, ეს უნდა იცოდეთ!

image


ადამიანები ორ ტიპად იყოფიან: ისინი, ვინც საწოლს არ ალაგებენ და ისინი, ვინც პირიქით - ალაგებენ. პირველი კატეგორია თავის მხრივ, კიდევ 2 ქვეტიპად იყოფა - ის, ვინც ლოგინს მხოლოდ საკუთარი სიზარმაცის გამო არ ალაგებს, და ის, ვინც ამის გაკეთებას თავს მიკროსკოპული არსებების - მტვრის ტკიპების გამო არიდებს, რომლებიც ჩვენი კანის აქერცლილი, მკვდარი უჯრედებით იკვებებიან.


image


ეს საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობის არსებები თეთრეულზე ბინადრობენ, რომელთა გამრავლების ყველაზე ხელსაყრელ პირობას ალაგებული ლოგინი წარმოადგენს, რომელშიც ოფლისგან გამოყოფილი ტენიანობა ჯერ კიდევ შემორჩენილია. ეს ყოველივე ერთი შეხედვით სათბურს მოგაგონებთ. მტვრის ტკიპა რაც უფრო მრავლდება, საწოლში მით უფრო მეტი განავალი გროვდება. მკვლევარების თქმით, ადგომისთანავე საწოლის ალაგება სწორედ იმიტომ არ ღირს რომ არახელსაყრელ პირობებში ისინი უფრო მარტივად იღუპებიან.


image


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საშუალოდ საწოლში დაახლოებით 1, 5 მილიონი მტვრის ტკიპა ცხოვრობს, ამიტომ მათი აზრით, ზაფხულში აულაგებელი და მშრალი, ხოლო ზამთარში ცივი ჰაერით გაჯერებული ლოგინი - ჯანმრთელობის გარანტიაა.


image


სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი რომ ლოგინი მთელი დღის განმავლობაში აულაგებელი დატოვოთ. საკმარისია გაღვიძების შემდეგ საბანი ლეიბიდან გადაწიოთ რომ თუკი თეთრეულზე ჯერ კიდევ ოფლისგან შემორჩენილი ტენიანობა შეიმჩნევა ორივე გაშრეს, ამიტომ გამოაღეთ მთლიანად ფანჯარა და დატოვეთ ასე საწოლი მანამ სანამ თქვენს საქმეებს არ მორჩებით. სახლიდან გასვლამდე კი შეგიძლიათ უკვე ლოგინიც მოაწესრიგოთ.





0
1313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1313