x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამერიკელმა შერეულ სტილში მებრძოლმა გოგომ ინტიმური სურათების გამოსაქვეყნებლად ფული აიღო, მაგრამ ფულის მიმცემი ხალხი "გადააგდო"

image ამერიკელმა მებრძოლმა ქალმა პეიჯ ვანზატმა, რომელიც საბრძოლო ხელოვნების შერეულ სტილში გამოდის, თავისი გულშემატკივრები "გადააგდო".
ვანზატმა მისი გვერდის ხელმომწერებისგან ფული აიღო იმისათვის, რომ ერთერთ ფასიან საიტზე განეთავსებინა საკუთარი პიკანტური სურათები.
"შოკირებული ვიყავი როცა ათამდე ადამიანმა გამომიგზავნა ფული, მე არ მითხოვია არავისთვის ფულის გამოგზავნა ჩემთვის, მათ თავად ისურვეს ასე. გამომიგზავნეს ფული თხოვნით რათა ერთერთ ფასიან საიტზე (შეგნებულად არ ვასახელებ რეკლამაში, რომ არ ჩამეთვალოს) დამედო ჩემი შიშველი სურათები.
ბუნებრივია მე ეს არ გავაკეთე, მე მებრძოლი ვარ და არა მოდელი ან ქალი რომელიც პოპულარობისათვის ყველაფერს გააკეთებს"-განაცხადა ვანზატმა.
მას "ინსტაგრამის" გვერდზეც თხოვეს აეტვირთა საკუთარი შიშველი სურათები სხვადასხვა მდგომარეობაში, თუმცა ვანზატმა აქაც იგივე პასუხი გასცა გვერდის ხელმომწერებს.
ვანზატი მართალია საკმაოდ თამამ სურათებს დებს მის გვერდზე, მაგრამ ამას აკეთებს საკუთარი ინიციატივით და არა ვინმესგან აღებული ფულის სანაცვლოდ.
ვანზატმა 22 ოქტომბერს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის გამომწვევი, წითელი ფერის ბიკინითაა.
მართალია ვანზატს რაიმე განსაკუთრებული შედეგებით არ გამოუჩენია თავი ოქტაგონზე, თუმცა იყო დრო როცა ის პროგრესირებად მებრძოლ ქალად ითვლებოდა შერეული სტილით მებრძოლებს შორის.
imageimageimageimageimageimageimage imageimageimageimageimageimageimage +14















0
786
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
786