x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
Beko-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახალი ხაზი „HygieneShield“ ვირუსებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ!
image


2020-ში ცხოვრება თავდაყირა დადგა და პანდემიურ რეალობასთან ადაპტირება ყოველდღიურად გვიწევს. ჩვენც ყოველდღიურად ვირუსთან ბრძოლის ახალ-ახალ გზებს ვეძებთ. Beko-მ ახალ რეალობასთან გასამკლავლებლად ინოვაციური მეთოდებს მიმართა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მიკრობებისა და ვირუსების 99%-სგან დაცვას გვთავაზობს.


კარგად ჟღერს არა?


სახლის ვირუსებისგან დასაცავად Beko-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კომპლექტი წარგვიდგინა. კვლევებზე დაყრდნობით შექმნილი ჩაშენებული ტექნოლოგია ბუნებრივი მეთოდებით ებრძვის მიკრობებსა და ვირუსებს. UV ნათების სითბო და ორთქლი ნებისმიერი ზედაპირის დეზინფექციას ახდენს და კლავს ვირუსებისა და მიკრობების (მათ შორის, რა თქმა უნდა, კორონა ვირუსის) 99%-ს.



სახლში დაბრუნებისთანავე


დღეს ზღურბლზე გადმობიჯებისთანავე იმ ყველაფრის დეზინფექციას ვიწყებთ, რაც გარესამყაროსთან გვაკავშირებს. გასაღები, ტელეფონი თუ ცოტახნის წინ შეძენილი სურსათი - გვინდა ყველაფერი გავრეცხოთ და დავსპირტოთ.


Beko-ს სადიზინფექციო კაბინეტით სახლში შემოსვლისთანავე შეგიძლია მოსპო გარესამყაროსთან მაკავშირებელი ყველა მიკრობის თუ ვირუსის კვალი. კაბინეტი UV სხივებით 20-40 წუთის განმავლობაში დაზიანების გარეშე ამუშავებს ნებისმიერ ზედაპირს. მოწყობილობა სახლის ნებისმიერ კუთხეში თავსდება, იმართება სენსორული ეკრანით და ძალიან მარტივი გამოსაყენებელია.


შეფუთული სურსათისთვის


თუ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტის შეფუთვას საათობით წმენდდი, ახალი Combi მაცივარი ამ საქმეს გაგიმარტივებს. მაცივარში ჩაშენებული სადეზინფექციო უჯრა პროდუქტს 40 წუთის განმავლობაში ამუშავებს და მიკრობებისა და ვირუსების 99%-ს ნებისმიერი ზედაპირიდან აშორებს.


ნაკლები რეცხვისთვის


Beko-ს tumble საშრობით ტანსაცმლის დეზინფექცია მისი რეცხვის გარეშე შეგიძლია. UV სხივების ჰიგიენური პროგრამა აშორებს ვირუსებისა და მიკრობების 99%-ს. კაბინეტს შეუძლია, დაზიანების გარეშე ერთდროულად გაწმინდოს ექვსი სხვადასხვა სამოსი.


და გონივრული რეცხვისთვის


HygieneShield-ის სარეცხის მანქანა და საშრობი, ცხელი ჰაერით, ასუფთავებს ქსოვილს წყლის გარეშე. შედეგად, 2 კილოგრამ ტანსაცმელზე ვირუსებისა და ბაქტერიების 99% 58 წუთში ნადგურდება.


ცხობა და გასუფთავება ერთად


ჩაშენებული ღუმელი გაჯერებული ორთქლითა და სითბოთი. ეს ღუმელი ორ საქმეს ერთად აკეთებს - ცხობასთან ერთად, ასუფთავებს კიდეც. გაჯერებულ ორთქლსა და სითბოს დეზინფექციის ფუნქცია აქვს - კლავს მიკრობებს ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის შეფუთვაზე. ამასთან, უნარჩუნებს საკვებს გემოვნურ თვისებებსა და სტრუქტურას. ღუმელში მეტალისა და მინის ჭურჭლის დეზინფექციასაც არაფერი უნდა, ოცი წუთის გარდა.


ჭურჭლისთვის


ჭურჭლის რეცხვა არა მგონია ბევრის ჰობი იყოს, თუმცა კარანტინის პერიოდში, როცა სახლში უამრავი ადამიანი და კიდევ უფრო მეტი ჭუჭყიანი თეფშია, შეიძლება ყველა ჩვენგანის იძულებით გასართობად იქცეს. Beko-ს HygieneShield ჭურჭლის სარეცხი მანქანა სიღრმისეული წმენდისთვის ორთქლისა და ცხელი რეცხვის ფუნქციას იყენებს. შეგიძლია, აირჩიო რეცხვის რამდენიმე პროგრამიდან და გაასუფთაო სამზარეულოს ნებისმიერი ინვენტარი. ტექნოლოგია გამოკვლეული რინა ვაალის უნივესტეტის მიერ.


R

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0