x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508441
"ნუ დაგემართებათ ახლა მის "გამბედაობაზე" ორგაზმი, ჩვეულებრივი მედროვეა" - ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გუშინ, "ღამის მთავარში" მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ "ქართული ოცნების" რიგების დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას ეხმაურება და მას ჩვეულებრივ მედროვეს უწოდებს. ჯაჭვლიანის თქმით, ფედერაციაში ზონდერ ბრიგადა ჩამოყალიბდა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს, ამიტომ ის თვლის რომ ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა თუმცა უშედეგოდ: "გადამიყოლა ამ ძარცვამ და აშკარად ჩამოვრჩი მოვლენებს - ეკა კვესიტაძეს შამანობა ჩაუტარებია და სოსო ჯაჭვლიანს პირდაპირ ეთერში დაუტოვებია ქართული ოცნება ! ისე ჯაჭვებით რომ მიბმულიყო სტუდიაში, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ! ნუ დაგემართებათ ახლა მის "გამბედაობაზე" ორგაზმი, ჩვეულებრივი მედროვეა" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა. სპორტსმენები ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ და მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.






0
461
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
461