x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოკვდე მუსიკით და შიშველი ქალების თანხლებით-სტრიპტიზიორი დაკრძალვაზე-უცნაური ტრადიცია
imageუკვე მერამდენედ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს სტრიპტიზიორების გამოძახება დაკრძალვაზე, თუმცა უშედეგოდ...


ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში (და არა მხოლოდ), შეძლებული ადამიანების დაკრძალვის მსვლელობის დროს, შეიძლებოდა იხილოთ სტრიპტიზიორი გოგონები, რომლებიც ნელა მიმავალ ავტომობილის სახურავზე დამაგრებულ პილონზე ცეკვავენ და ისე ჩანს, რომ ასეთ უჩვეულო ვითარებაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს.


მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ასეთ სცენებს "შეურაცხმყოფელ და ვულგარულს" უწოდებს, მოცეკვავეების გამოძახება კვლავ აქტუალურია.



საიდან მოდის ეს ტრადიცია?




ერთი თეორიის თანახმად, პანაშვიდზე თუ დაკრძალვაზე სტრიპტიზიორებს იწვევენ იმის გამო, ხალხი მოიზიდონ - თუ ბევრი ხალხია ნიშნავს, რომ გარდაცვლილი პატივსაცემი ადამიანი იყო და მრავალი ადამიანი მივიდა მის დაკრძალვაზე

სხვა ვერსიით (რომელიც, პირველს, არ ეწინააღმდეგება), ეროტიკული ცეკვები ერთგვარი "ნაყოფიერების რიტუალის" როლს ასრულებს.



ფუჯიანის უნივერსიტეტის პროფესორი ხუან ძიანსინი: ”ზოგიერთ ადგილობრივ კულტურაში, ეროტიული ელემენტებით ცეკვა შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც გარდაცვლილის სურვილი, რომ ბევრი ბავშვი დალოცოს”.


ითვლება, რომ ტრადიცია გასული საუკუნის 90-იანი წლების ტაივანიდან იღებს სათავეს, სადაც იმ დროს ადგილობრივი მაფია მთლიანად აკონტროლებდა დაკრძალვის ბიზნესს, ამავდროულად საკუთარი კლუბებიდან(რომლის ბიზნესიც მათ ხელში იყო) ბონუსად მოცეკვავეებს სთავაზობდნენ შეღავათიან ფასად.


თუმცა ისტორიულ წყაროებში, ტაძრებში ქალის გაშიშვლების ტრადიცია ჯერ კიდევ მე -18 საუკუნის მეორე ნახევარში არის მოხსენიებული.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩინეთის მრავალ პროვიციაში გვხვდება მსგავსი რიტუალი, ეს პრაქტიკა ყველაზე ფართოდ მაინც ტაივანში არის გავრცელებული.

image


" სტრიპტიზი დაკრძალვაზე ლეგალურ და არალეგალურ საქმიანობას შორის მერყეობს. მსგავს რიტუალს გაცილებით ნაკლებად შეხვდებით დიდი ქალაქებში და მეგაპოლისებში”, - ამბობს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი მარს მოსკოვიცი.

image


"ეროტიული ცეკვის მიზანი არა მხოლოდ ბრბოს შეგროვებაა (თუმცა ესეც მთავარი მიზანია), არამედ მგლოვიარეს დამშვიდება, მათი გუნება-განწყობის ამაღლება. რა მოხდება დაკრძალვის დროს, დამოკიდებულია ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე.რიტუალი ჩვეულებრივ მოიცავს სპეციალურ მანქანებს, სახურავზე დამაგრებული პილონით, რომელზეც ცეკვავს სტრიპტიზიორი, მუსიკის, ფოიერვერკის და ნეონის განათების თანხლებით".

ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ეროტიული მოცეკვავეების შეკვეთა.


ზოგჯერ მოცეკვავეები ბიუსტჰალტერსა და ტრუსებს იხდიან "გახურებული"ხალხის წინაშე.

image

ამ ტრადიციის გარშემო სკანდალები არც თუ იშვიათია.


მაგალითად, ერთი წლის წინ, ერთ-ერთი ტაივანელი პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მედოლეებთან და ორკესტრთან ერთად, 50 ნახევრად შიშველი გოგონა იყო მიწვეული, რომლებიც ცეცხლოვან ცეკვას ასრულებდნენ მანქანების სახურავებზე.


საზოგადოების აღშფოთების საპასუხოდ, გარდაცვლილის ოჯახმა განაცხადა, რომ მათ უბრალოდ სურდათ პატივი მიეგოთ გარდაცვლილის ხსოვნისთვის, რომელსაც გართობა უყვარდა.

0
185
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0