x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"უახ­ლო­ეს ცხრა თვე­ში კონ­ტროლს ითხოვს სწო­რედ ეს სამი მი­მარ­თუ­ლე­ბა" - რას აფრთხილებს ასტროლოგი რამაზ გიგაური ზოდიაქოს ნიშნებს
image


შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 2021 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა. რას მო­უ­ტანს აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:


შავი მთვა­რის (ლი­ლი­ტის) კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში ინ­გრე­სი­ის (გა­დას­ვლის) შე­სა­ხებ


დღეს შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) გა­და­ვი­და კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში.ის აქ იმოძ­რა­ვებს 21 ოქ­ტომ­ბრი­დან (2020) - 17 ივ­ლი­სამ­დე (2021). დას­რულ­და ლი­ლი­ტის ცხრათ­ვი­ა­ნი ვერ­ძუ­ლი ეპო­პეა, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2020 წლის 27 იან­ვარს. ბუ­ნებ­რი­ვია, 2020 წლის ძი­რი­თა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის (სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რე­ბის) გარ­და (სა­ტურ­ნი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა 2020 წლის და­სა­წყის­ში, იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა 2020 წლის ბო­ლოს, მარ­სის გა­დას­ვლა ვერ­ძში 2020 წლის ივ­ნის­ში) შავი მთვა­რის მოძ­რა­ო­ბა ვერ­ძში ქმნი­და უხეშ, აგ­რე­სი­ულ ფონს, რო­მე­ლიც იგ­რძნო­ბო­და 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახლა ეს უხე­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ენერ­გია გა­და­ვა უფრო ნელი მოქ­მე­დე­ბე­ბის, მაგ­რამ ინ­ტენ­სი­ურ ენერ­გი­ა­ში. მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლა­დი იმ­პულ­სის ფა­ზამ უკვე გა­ი­ა­რა. ახლა და­ი­წყე­ბა გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი ფორ­მას­თან, მა­ტე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს უპირ­ვე­ლე­სად ფი­ნან­სუ­რი სფე­რო იქ­ნე­ბა, რად­გან რო­გორც ცნო­ბი­ლია კუ­როს მე­ო­რე, ანუ ფი­ნან­სუ­რი სახ­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა მე­ო­რე სახ­ლი მხო­ლოდ ფი­ნან­სებს არ მარ­თავს, არა­მედ ეს არის სა­ერ­თოდ - რე­სურ­სე­ბი. კლა­სი­კუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით (აქ ძი­რი­თა­დად ვგუ­ლის­ხმობ ძველ­ბერ­ძნულ ას­ტრო­ლო­გი­ას, კონ­კრე­ტუ­ლად კი ხრო­ნოკ­რა­ტო­რე­ბის სის­ტე­მას, ასე­ვე კარ­და­ნოს, ნოს­ტრა­და­მუ­სის და მო­რი­ნუ­სის სის­ტე­მებს) ეს არის - ფული, ენერ­გია და დრო. ამი­ტომ უახ­ლო­ეს ცხრა თვე­ში კონ­ტროლს ითხოვს სწო­რედ ეს სამი მი­მარ­თუ­ლე­ბა. სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბის, დრო­ის და ენერ­გი­ის კონ­ტრო­ლი, რათა არ მოხ­დეს ამ კუ­თხით გა­მო­ფიტ­ვა-გა­კოტ­რე­ბა (რისი ალ­ბა­თო­ბაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა). მისი გავ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა ბიზ­ნეს­ზე, სა­ბან­კო და ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­უ­რო­ბის, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბის გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის და რის­კე­ბის გათ­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, და­ნა­კარ­გი მი­ნი­მა­ლუ­რი ან თით­ქმის არ იქ­ნე­ბა. სა­ჭი­როა ნელი, მაგ­რამ მი­ზან­სწრა­ფუ­ლი მოქ­მე­დე­ბი. შავი მთვა­რის გავ­ლე­ნა უპირ­ვე­ლე­სად საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლის და მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ასე­ვე მათ­თვის, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვთ (რი­გი­თო­ბით მი­ხედ­ვით):



2. სტე­ლი­უ­მი (სამი ან მეტი პლა­ნე­ტის შე­ერ­თე­ბა);


3. ას­ცენ­დენ­ტი;


4. მთვა­რე.


იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნით არ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი (კურო, ლომი, მო­რი­ე­ლი, მერ­წყუ­ლი) და პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ - გავ­ლე­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. გი­სურ­ვებთ სიმ­შვი­დეს და და ჰარ­მო­ნი­ას!"



0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0