x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნარკომანია, ისევე როგორც ,,კოვიდი" და ,,პირბადის ტარება” სავალდებულო გახდა?!- ყოფილი ძალოვანი

image

"არც ვიცი როგორ მოგმართო, რომელიმე “გენდერს” რომ არ ეწყინოს, -“ქალბატონო”...? -თუ “ბატონო” სახელმწიფოვ...! თორემ, “ქვეყანა” ვინ არის და რა საზღვრების ფარგლებში, ეს შენზე კარგად ვიცი!
-რა არის ეს! -ნარკომანია, ისევე როგორც “კოვიდი" და “პირბადის ტარება” სავალდებულო გახდა?!
-ქალაქის არაერთ უბანში, “დინამო სტადიონთანაც”, ყოველდღე, “სამსახურებრივი განრიგის” მსგავსად, დილიდან იწყება და დაღამებამდე გრძელდება ნარკომომხმარებელთა შეკრებები, ნარკოტიკების “აღება” და მთელი უბნის მცხოვრებთა, -ქალების, ბავშვების თვალწინ, ჯგუფურად მოხმარება...
გუშინ საღამოსაც, -ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩის ეზოში, ელექტროკიოსკის წინ, საათზე მეტი ხნის მანძილზე, მორიგი “ნარკოფართი” გაიმართა.
-“კოკაკოლას” ბოთლებით “ათრიაქებდა” და “ბოლაობდა”, უბნის არამაცხოვრებელი, “ბაზარ-ვაგზალ-სტადიონიდან” შემოხეტებული სხვა და სხვა ასაკის, 23 “ქეში”...
-ქალბატონო თუ ბატონო სახელმწიფოვ! -ნუ წამლავ ჩემი შვილების ცნობიერებას და სიცოცხლეს! -მიხედე საქმეს!
შენი დანიშნულება მხოლოდ ჯარიმების და ხარკის აკრება... -არ არის!
მიხედე საქმეს! -თორემ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მივხედავ მე..." - წერს ყოფილი ძალოვანი მიშა იოსელიანი
1
399
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
399
  
2020, 29 ოქტომბერი, 13:57
კარგით რა,ყველა აკეთებს იმას,რაც უნდათ და ეს არავის საქმე არაა. ნარკოტიკების დარიგება კარგი არ არის,მაგრამ გამოსავალია სიტუაციიდან. რა ჯობდა აბა,ყველა სადარბაზოში გამოყენებული ნემსების დაყრა,თუ ის ჯობია,ადამიანებმა იცოდნენ,აქ არის წყალწაღებულთა ჯგუფი,რომელმაც დაიღუპა თავი? იმ ხალხმაც იციან რო ცუდად აქვთ საქმე,მაგრამ ვერ გამოდიან აქედან. სახელმწიფო კი არ უნდა აფსმევინებდეს ადამიანებს და ხარჯავდეს ამაზე ფულს,არამედ მათ ინფორმირებას უნდა ცდილობდეს,სარეაბილიტაციო ცენტრებს უნდა ხედავდეს. ისე კი არა,დღეს პირველად კურს რო უტარებენ უფასოდ და მერე ტონა ფულს ითხოვენ,უნდა ადგნენ და დაუფინანსონ მსურველებს მთლიანი რეაბილიტაცია. უფასოსი არაფერი მწამს მე პირადად,მაგრამ აქ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ადამიანმა ტელევიზორიან-ლურსმიანად გაყიდა სახლის ქონება,როცა ლომკა ქონდა და ეხლა, ამდენ ფულს საიდან იშოვის? წავა,შეაგროვებენ ფულს ან ჩამოდგება რიგში. მარტო ვერაფერს იზავს,მას დახმარება სჭირდება და მათი ახლობლები სახელმწიფოს კი არ უნდა აგინებდნენ მერე,ახლა უნდა ცდილობდნენ ასეთი ხალხის დახმარებას. ესაა სწორი აზროვნების და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების არჩევანი,ხოლო ის მარტო სახელმწიფოს თხოვს ამას ტვინაღძობი ხალხია
0 1 1