x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ყველაფერი საოჯახო საქმიანობისა და ტანსაცმლის შესახებ - „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად
image


„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 7 ტომში აერთიანებს ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროს.


უკვე გამოვიდა „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ პირველი ტომი, 2 ნოემბრიდან კი მკითხველი მიიღებს მეორე ტომს, რომლის შეძენასაც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად შეძლებს.


„დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მე-2 ტომი მოიცავს დეტალურ განმარტებებსა და ილუსტრაციებს საკვებისა და სამზარეულოს, ტანსაცმლისა და საოჯახო საქმიანობის შესახებ. ენციკლოპედიის ეს ტომი განსაკუთრებით ძვირფასი შენაძენი იქნება ყველა ოჯახისთვის, რადგან მასში ყველა იმ საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.



ენციკლოპედიის ყოველი ტომი რამდენიმე თავად არის დაყოფილი. მეორე ტომის თემებია:


საკვები და სამზარეულო


თუკი ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ ამა თუ იმ ინვენტარის ფუნქციით, გამოყენების წესით ან რომელიმე ხილისა თუ ბოსტნეულის შემადგენლობა-სარგებლიანობის შესახებ გიკითხავთ, ამისათვის გუგლში ათობით საიტზე შესვლა აღარ მოგიწევთ. ენციკლოპედიის მეორე ტომში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ხილ-ბოსტნეულის, მზა საკვების, ხორცის, სამზარეულოს ინვენტარისა და აქსესუარების შესახებ. რაც მთავარია, ყველაფერს თან ახლავს ილუსტრაციები, რაც წიგნს ბევრად უფრო პრაქტიკულს ხდის.


ტანსაცმელი


image


ეს თავი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანებისთვის, ვისაც ქსოვილები, მოდის განვითარების საფეხურები აინტერესებს. უძველესი კოსტიუმების ტერმინები, ქალისა და მამაკაცის თეთრეული, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების ისტორია - ენციკლოპედიის ამ თავში არაერთი საინტერესო დეტალი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.


საოჯახო საქმიანობა


image


სახლში უამრავი საქმეა, რომლისთვისაც თავის გართმევა ყველას როდი შეუძლია. მშენებლობა, რემონტი, დიზაინი, მცენარეების მოვლა... ეს ყველაფერი უამრავ შეკითხვასა და თავსატეხს ბადებს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველ მცირე პრობლემაზე პროფესიონალის სახლში მოყვანა (შეიძლება, საამისოდ დრო ან ფინანსები არ გქონდეთ), ამიტომ გარკვეულ ცოდნას ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ფლობდეთ.


ენციკლოპედიის ამ თავში ყველაზე პრაქტიკული საკითხებია განხილული: სამშენებლო, სამონტაჟო, სარემონტო და ლანდშაფტური სამუშაო, რომლის შესრულებაც სახლში პროფესიონალის დახმარების გარეშეა შესაძლებელი, ასევე ეზოსა და ბაღის მოვლის ხელსაწყოები - ეს ყველაფერი ცხოვრებას უფრო გაგიმარტივებთ.


შეგახსენებთ, „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ 7 ტომად გამოიცემა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად თვეში ერთხელ გამოვა. მეორე ტომის შეძენას 2 ნოემბრიდან შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.



0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0