x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფიქრობთ რომ ჯოჯოხეთია? ცდებით, ეს სტოკჰოლმის მეტროა

image


სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი - არა მხოლოდ ტრანსპორტის სახეობას, არამედ მთელ მიწისქვეშა გალერეას წარმოადგენს, რომელიც უნიკალური ნახატებით, მოზაიკებით, ქანდაკებებითა და არტ- ობიექტებით არის სავსე. აქ, თქვენ როგორც თანამედროვე დიზაინერების, ასევე 50-იანი წლების ცნობილ შვედ ხელოვანთა ნამუშევრებსაც შეხვდებით. პირველი მხატვრები, რომლებმაც შემოქმედებითი ტრანსფორმაციის იდეა განავითარეს - ვერა ნილსონი და სირი დერკერტი იყვნენ. თითოეულ მხატვარს თითო სადგური ჰქონდა გამოყოფილი, სადაც შეეძლოთ ის დაეხატათ რაც თავად სურდათ, ხელოვანებს სრული იმპროვიზაციის საშუალება და გამოხატვის თავისუფლება ჰქონდათ. 1970-იან წლებში ამ მიწისქვეშა მუზეუმს კიდევ რამდენიმე სადგური შეემატა. 1997 წლიდან სტოკჰოლმის მეტროსადგურებში ტურისტული მარშრუტები ეწყობა. გაგიკვირდებათ და, მრავალი სადგური პირდაპირ კლდეშია გაჭრილი და დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდეს. შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმის მეტრო 1950 წელს გაიხსნა და დღესდღეობით, სისტემა სამ განტოტვილ ხაზზე 100 სადგურს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძეც 105, 7 კილომეტრს შეადგენს, სანამ შვედეთის დედაქალაქის ამ უნიკალურ ადგილს მოინახულებთ, მანამდე ვირტუალურ ექსკურსიაზე გეპატიჟებით.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
157
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
157