x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ვაშაძემ საათს თვალი დაადგა და ვაჩუქე, ახლა მანქანასაც სურს - კახა კახიშვილი
image


„ტყუილი მარტო ცხვირს ზრდის და სხვას არაფერს. ასე, რომ გაუფრთხილდეს თავის ცხვირს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის მორიგ ბრალდებას საათთან დაკავშირებით.

კახა კახიშვილი აქვე დასძენს, გიორგი ვაშაძეს ვერ წარმოუდგენია, რომ არსებობს ლამაზი და შედარებით იაფი საათები.


„მე სიტყვა ყალბი მიხსენებია? არ მიხსენებია, ხომ? ყალბი არის ის, რასაც თვითონ იძახის. გაითვალისწინოს, რომ ტყუილი მარტო ცხვირს ზრდის და სხვას არაფერს. ასე, რომ გაუფრთხილდეს ცხვირს.



მან სიტყვა ფეიქი გამოიყენა. ფეიქი არის, მაგალითად მეთქვა Breitling watches მაქვს, ოღონდ ჩინური, იაფფასიანი და ფეიქი - კი ბატონო, ვაშაძე 100%-იანი იქნებოდა. მაგრამ, მე ვთქვი, რომ ჩემი საათი არის გერმანული წარმოების, რომელიც საათს საკუთარი ბრენდით უშვებს, ის საათი ღირს 250 დოლარი. Breitling watches კი არ ღირს, სხვა. სად არის სიყალბე, ვერ ვხვდები. ალბათ ვერ წარმოუდგენია, რომ სხვა ტიპის საათები არსებობს, ოღონდ შედარებით იაფი.


საათს თვალი დაადგა და ვაჩუქე, ახლა მე მგონი მანქანასაც თვალი დაადგა.

სხვათაშორის თქვა, რომ კახიშვილი „პორშე კაიანით“ დადისო. კახიშვილს ეს „პორშე კაიანი“ დეკლარირებული ჰყავს, მისგან განსხვავებით, „ტესლათი“ ჩუმად რომ დადის და მალავს. ეს „პორშე კაინი“ 2010 წლის არის და დიდი არაფერი არ ღირს. ძალიან თუ მთხოვს, შეიძლება მოვიფიქრო მანქანაზეც“, - განაცხადა კახა კახიშვილმა „იმედის“ ეთერში.


ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძემ კახა კახიშვილი ტყუილში დაადანაშაულა.

„კახა კახიშვილი ამტკიცებდა, კი, ეს ბრენდია, მაგრამ ყალბი საათიაო. ორიგინალი 58 000 ღირს, ოღონდ ჩვენ ყალბი გვიკეთია ხელზეო“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კახა კახიშვილმა გიორგი ვაშაძის საარჩევნო რეკლამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეკლამაში, სადაც საუბარია, რომ ის 58 000 ლარის ღირებულების საათს ატარებს, ტყუის.


კახიშვილი აცხადებდა, რომ საათი, რომელზეც რეკლამაშია საუბარი, მხოლოდ 250 დოლარი ღირს. კახა კახიშვილმა საკუთარი საათი, რომელიც გადაცემაში მიიტანა, გიორგი ვაშაძეს საჩუქრად დაუტოვა.

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0