x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508433
„რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ზესტაფონელებს ისეთი, როგორსაც თქვენ მაყენებთ მე და ჩემს ოჯახს?” – თამუნა ლეკვეიშვილს აბულინგებენ
image


ცნობილი ქართველი იუმორისტი თამუნა ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას იუმორისტული სკეტჩის გამო აბულინგებენ. ცნობილია, რომ ბოლო ხანს „ახალი შაბათის შოუში“ რამდენჯერმე გავიდა იუმორისტული სკეტჩი, სადაც გაშარჟებულია ზესტაფონელი რძალი, რომელიც ქალაქში გათხოვდა და მეუღლის ოჯახში გამორჩეულად იქცევა. ამ სკეტჩებს დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ნაწილი ამ სკეტჩით კარგად ხალისობს, თუმცა, როგორც ირკვევა, თავად ზესტაფონელებმა იუმორი ვერ გაიგეს და მსახიობების ეს გადაწყვეტილება შეურაცხყოფად აღიქვეს.


ზესტაფონელების დიდი ნაწილი ღიად წერს, რომ ასე მოსაუბრე ზესტაფონელები მათ არსად უნახავთ და თამარ კევვეიშვილი შესაძლოა მისივე გარემოცვას ბაძავს. ზესტაფონელების ერთი ნაწილი ღიად წერს, რომ მსახიობი მშობლიურ მხარეში აღარ უნდა შეუშვან. ამავე ვიდეოს ქვეშ განთავსებულ კომენტარებში თამუნა ლეკვეიშვილს ბევრი აბულინგებს, ისინი მსახიობის ოჯახსაც ეხებიან და სხვადასხვა მუქარის შემცველ ტექსტებს წერენ.


თავად მსახიობი მაყურებლის ასეთი რეაქციით გაკვირვებულია. ის წერს, რომ უარყოფითი რეაქციის მიუხედავად მისი დამოკიდებულება მშობლიურ ზესტაფონთან ამით არ შეიცვლება.



„ბულინგი იუმორისტული სკეტჩის გამო:))

რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ზესტაფონელებს ისეთი, როგორსაც თქვენ მაყენებთ პირადად მე და ჩემს ოჯახს?


ზესტაფონელები არ ვართ ისეთები როგორიც სკეტჩში გამოგვიყვანეო. აბა ასეთები ხართ???


შეგახსენებთ საუბარია არა რაიმე დოკუმენტურ ფილმზე:)) არამედ იუმორისტულ სკეტჩზე, სადაც ყველა პერსონაჟი უტრირებულია.პ.ს. ამ გამონაკლისების გამო ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქალაქის მიმართ ვერ შეიცვლება


სულ მეყვარება ჩემი ბავშვობა…ზესტაფონი” – წერს ლეკვეიშვილი.


0
811
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0