x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
image


სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, საქართველოში Lifestyle ტელევიზორების სამოდელო რიგის გაყიდვები დაიწყო. ა. წარმოდგენილი ინოვაციური მოდელებიდან, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო - სმარტ ტელევიზორია The Serif, რომელიც დიზაინერებისა და ტექნოლოგიური კომპანიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.


ინოვაცია დიზაინით


სამსუნგმა 2019 წელს სრულიად შეცვალა კომპანიის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ტელევიზორი. გარდა იმ ფაქტისა, რომ იგი უნდა პასუხობდეს არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოწვევებს, ასევე ის აუცილებლად უნდა გახდეს ინტერიერის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.



The Serif კორეული გიგანტისა და ფრანგი დიზაინერი ძმების რონან და ერვან ბურულეკების კოლაბორაციის შედეგია. ფრანგმა ძმებმა სახელი გაითქვეს ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მათ აქვთ უნარი ერთი შეხედვით სტანდარტულ ავეჯსა და საოჯახო ატრიბუტს, მიანიჭონ ისეთი ელეგანტურობა, რომელიც ამ უკანასკნელს ხელოვნების ნიმუშის დონემდე აიყვანს.


„ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ნივთები, რომლებსაც დროში მოგზაურობა შეუძლიათ... იმის ნაცვლად, რომ გვეცადა წარმოგვედგინა მომავალი - ჩვენ ის შევქმენით ახლა..“


Samsung The Serif-ის გადაწყვეტილება უმარტივესი აღმოჩდა, იმდენად მარტივი, რომ მისი დიზაინი აღფრთოვანებას იწვევს. ძმებმა ბურულეკებმა გამოიყენეს ინგლისური ფონტის The Serif (სერიფის) მხედრული ასო „I“ და დიზაინი აღნიშნულ კონცეფციას მოარგეს. The Serif ტელევიზორის ჩარჩო ზუსტად ამ სიმბოლოს მოგვაგონებს, ფონტის გამეორება კი ტელევიზორის სხვადასხვა დეტალში გვხდება, მათ შორის ტელევიზორის სადგამში.


როგორც ფრანგი ძმების სხვა ნამუშევრები, The Serif ტელევიზორი იდეალურად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს და მის მთავარ ატრიბუტად გადაიქცევა. ტელევიზორის უმთავრეს ფუნქციას ე. წ. Ambient Mode წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც მის ეკრანზე შესაძლებელია გამოიტანოთ ნებისმიერი დიზაინი, სხვადასხვა რეპროდუქციები ან თუნდაც წვიმის წვეთები, ოთახში განსაკუთრებული ემოციური და ვიზუალური ფონის შესაქმნელად.


The Serif-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი განთავსება შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას - სადგამზე ან მის გარეშე, კუთხეში, ან თუნდაც მისაღები ოთახის ცენტრში. The Serif არის საგანი, რომელიც შეავსებს თქვენს სივრცეს, როგორც თანამედროვე ავეჯი.


კომუნიკაცია


როგორც აღვნიშნეთ, სამსუნგის The Serif ტელევიზორი ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიას მოიცავს, რომელსაც კომპანია დღესდღეობით ფლაგმანურ მოწყობილობებში იყენებს. ტელევიზორი ბაზირებულია Tizen-ის ოპერაციულ სისტემაზე და რა თქმა უნდა გარე მოწყობილობებთან კავშირი ყველა შესაძლო არხით შეუძლია, თუმცა სამსუნგმა აქ მეტი ყურადღება კომუნიკაციის გამარტივებაზე გაამახვილა.


The Serifჭკვიანი ტელევიზორი აღჭურვილია NFC მიმღებით, რომლის ლოგოტიპიც ტელევიზორის ზედა მხარეზეა განთავსებული და სხვა ჭკვიან მოწყობილობის შეხებისთანავე გადადის კავშირის რეჟიმში. Just tap, connect, and enjoy (მხოლოდ შეეხე, დაუკავშირდი და ისიამოვნე) ეს არის ის მოტო, რომელიც ტელევიზორის ტექნოლოგიურ ხაზს გასდევს. არ აქვს მნიშვნელობა სმარტფონში უსმენ მუსიკას თუ უყურებ საყვარელ იუთუბ შოუს, ტელევიზორთან ერთი შეხებით იგი ავტომატურად გადადის სტრიმინგის რეჟიმში და აუდიო-ვიდეო კონტენტი დიდ ეკრანზე გადააქვს.


The Serif-ში გამოყენებულია სტრიმინგის ყველა თანამედროვე პროტოკოლი, მათ შორის Airplay 2, რომელიც კონტენტის ყველაზე მაღალი ხარისხით, უდანაკარგოდ გაგზავნის საშუალებას იძლევა. ტელევიზორი ასევე თავსებადია ანდროიდის გუგლ ასისტანტთან, სამსუნგის ბიქსბისა და ამაზონის ალექსასთან.


ტექნოლოგიები


The Serif სმარტ ტელევიზორი იყენებს სამსუნგის QLED ეკრანის კვანტური წერტილების ტექნოლოგიას. ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები, ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე მეტალის ნანო-კრისტალებს ეძახიან. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა როდესაც შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.


The Serif-ში გამოყენებულ 4K გაფართოების მქონე QLED ეკრანს, ფერების 100%-იანი სიზუსტით გადმოცემა შეუძლია. კვანტური წერტილების საშუალებით ეკრანზე მილიარდზე მეტი ფერის აღწარმოებაა შესაძლებელი, რაც უთანაბრდება კინოთეატრებში განთავსებულ ტექნოლოგიებს და „ფართო ეკრანის“ გამოცდილება პერსონალურ სივრცეში გადმოაქვს. ხოლო იმ შეთხვევაში, თუ შემავალი გამოსახულება 4K რეზოლუციაზე ნაკლებია, მაშინ ტელევიზორი იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებულ AI Upscaling ტექნოლოგიას, რომელიც გამოსახულების 4K რეზოლუციამდე კონვერტაციას ახდენს ისეთი ელემენტების დამუშავებით, როგორიცაა: ხარვეზების გასწორება, საზღვრების, ტექსტურისა და დეტალიზაციის აღდგენა.


აუცილებელია ვახსენოთ Adaptive Picture და Active Voice Amplifier ფუნქციები, რომლებიც გარშემო სივრცისა და გარე ხმაურის ანალიზით ახორციელებენ ტელევიზორში ნაჩვენები სცენის გამოსახულებისა და აუდიო ნაწილის კორექტირებას, ისე რომ მაყურებელი სრულიად ფოკუსირებული იყოს სანახაობაზე.


რა ხდება საქართველოში


როგორც სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობიდან გვაცნობეს, The Serif-ის გაყიდვები სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უკვე დაიწყო. წარმოდგენილია 43, 49 და 55 ინჩის დიაგონალის მქონე მოდელები. რაც შეეხება ფერებს, საქართველოში სერიფის Cloud White და Cotton Blue ფერის მოდელები იყიდება.


R

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0